N 1838-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 25.06.2026
№ დოკუმენტი 1838-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 303-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ან 22 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ან 22 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,25 ივნისი 2026 წ.

N1838-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე