1. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მერქნიანი მცენარის (ხის) დაზიანება, რამაც შეიძლება მისი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №969 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №566 – ვებგვერდი, 15.05.2025