1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.

2. წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
53
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.

[მუხლი 61
1
. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა

1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.

2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023