წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
[მუხლი 61. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა
1. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 250 ლარამდე.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023