1. საერთო წყალსარგებლობის მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

2. (ამოღებულია – 25.03.2013, №453

).

3. (ამოღებულია – 25.03.2013, №453).

4. განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
53
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.

[მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა

1. საერთო წყალსარგებლობის წესების  დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, ან შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის პირობების დარღვევით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე.

3. წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე, ან წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, ასევე, წყლის ობიექტში მავნე ნივთიერებების (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტის დატვირთვის ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველ−მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023