გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობაში მყოფი სხვა პირის მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ამ ოპერაციების შესახებ არასწორი ჩანაწერების შეტანა ან შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის
კანონი №2196
–
ვებგვერდი, 10.05.2018