საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-339 |
|
2020 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი |
ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის „შენიშვნის“ მე-5 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს მთავროობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
ა) ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, რაზედაც მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 854 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე-20 ნაწილებით, 872, 873, 893 და 1282 მუხლებით და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, რაზედაც დეპარტამენტის მოხელე უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი;
გ) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ ბრძანების შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევებზე.
ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.
ა) I ნაწილს ავსებს მოხელე;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ გრაფაში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;
ბ.ბ) მე-2 გრაფაში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი;
ბ.გ) მე-3 გრაფაში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილის მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო №, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები;
ბ.დ) მე-4 გრაფაში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ბ.ე) მე-5 გრაფაში შეიტანება: საქართველოს კანონ(ებ)ის შესაბამისი მუხლ(ებ)ი და მუხლის ნაწილ(ებ)ი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის;
ბ.ვ) მე-6 გრაფაში შეიტანება: ჯარიმის ოდენობა;
ბ.ზ) მე-7 გრაფაში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.თ) მე-8 გრაფაში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება. თუ დამრღვევის ახსნა-განმარტებისთვის მე-8 გრაფაში გამოყოფილი ადგილი არ აღმოჩნდება საკმარისი, დამრღვევის ახსნა-განმარტება საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაერთვის დანართის სახით (ახსნა-განმარტების ჩამომრთმევი პირის სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით), ხოლო მე-8 გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა დანართის არსებობის შესახებ (ფურცლების რაოდენობის მითითებით).
2. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
3. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, მოხელე ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მოხელისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება დეპარტამენტში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გადაცემა უნდა დაფიქსირდეს საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გასავლის ჟურნალში (ფორმა 2).
3. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შენახული უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთან, ის ადგილი, სადაც ინახება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. დეპარტამენტის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ან/და ტერიტორიულ ორგანოებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გადაცემა უნდა დაფიქსირდეს საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გასავლის ჟურნალში.
6. დეპარტამენტის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან/და ტერიტორიული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულია გამოყოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვაზე პასუხისმგებელი პირებისგან საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი, თავის მხრივ, ვალდებულია საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც მოყვანილია ფორმაში - 3.
8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია 3 თვეში ერთხელ აცნობოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მოძრაობის შესახებ.
ა) შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (ფორმა 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დეპარტამენტში სააღსრულებო ფურცლის გამოწერას და მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი სამსახურის/სამმართველოს ხელმძღვანელი.
3. სააღსრულებო ფურცლის შევსება ხდება ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებით დადგენილი წესით, ამავე წესით დამტკიცებულ ფორმაში, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4–მე-9 ნაწილებით, 32-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანება.3.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.
მუხლი 2🔗
1.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა.2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაში დარჩეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
დანართი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1. წესის რეგულირების საგანიწინამდებარე წესი, ნარჩენების მართვის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა – უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები