საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა
1. საერთო წყალსარგებლობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, ან შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის პირობების დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე.
3. წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე, ან წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, ასევე, წყლის ობიექტში მავნე ნივთიერებების (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტის დატვირთვის ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
4. ამ მუხლის პირველ−მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.“.
2. 61-ე და 611 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა
1. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 250 ლარამდე.
1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.
2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 30 ივნისი 2023 წ. N3434-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3434-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.021005.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3434-XIმს-Xმპ, 30.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021005 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5846132/