ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიის ტყეში ტყეკაფის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020