გადაწყვეტილება №19672/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 19672/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19672/2/2023

07.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 11.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19672/2/2023).

 

დავის საგანი:

მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №006-704 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 263 886 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 143 385

ჯარიმა - 71 693

საურავი - 48 808

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13143 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2020 წლის 24 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „--------“ მიერ 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა შპს „-------თვის“ (ს/ნ --------) 1 350 000 აშშ დოლარის (4 148 145 ლარი) გადარიცხვა. შპს „-------მა“ 2020 წლის 7 ივლისს გაიმარჯვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რის შემდგომაც 2020 წლის 29 ივლისს მათ შორის გაფორმდა უძრავი ქონების (ქ. -------, ------- ქ. №-----ში მდებარე 12 830 კვ.მ და -------- ქ. №-------ში მდებარე 3 608 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით საპრივატიზებო ქონების თანხა განისაზღვრა 4 120 000 ლარით. 2020 წლის 30 ივლისს შპს „--------“ და --------- (პ/ნ -------) შორის გაფორმდა შპს „---------“ 100% წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რის შედეგადაც, შპს „-------“ გახდა შპს „---------ის“ 100% წილის მფლობელი. --------- ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წლის აგვისტოს თვეში ხუთ ნაწილად გადაერიცხა ჯამში 921 465 ლარი. შპს „----------“ პარტნიორის შპს „-------“ (ს/ნ -------) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „--------“ წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენდა 108 947 ლარს. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, შპს „-------“, შპს „---------“ და -------- არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს (108 947 ლარი) შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33877 ბრძანება და №006-704 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 263 886 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარდგენილი შპს „--------“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „-----------“ (ყოფილი შპს „---------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-19, 97-ე, 981 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, არასწორია შპს „------“ 100% წილის საბაზრო ფასად შპს „----------“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებით დადგენილი ღირებულების განხილვა. განმარტავს, რომ აღნიშნულ ანგარიშგებაში ძირითადი საშუალებები აღრიცხულია თავდაპირველი ღირებულებით, შეძენის ღირებულებით და არა საბაზრო ღირებულებით. კონკრეტულად მომჩივნის მიერ აუქციონზე შეძენილი მიწის ღირებულება წარმოადგენს შეძენის ღირებულებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2021 წლის 24 თებერვალს შპს „------მა“ კუთვნილი წილის 50% გაყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს „---------ზე“ ღირებულებით 524 734 ლარი. აღნიშნული ცხადყოფს, რომ შპს „--------“ მიერ შპს „------“ დამფუძნებელი ---------გან შეძენილი 100% წილის ღირებულება, 921 465 ლარი, შეესაბამებოდა საბაზრო ღირებულებას და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენდა გარიგების ფასზე.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 20 იანვარს მიმართა საშემფასებლო კომპანია შპს „---------“, რათა დაედგინა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „---------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება. საშემფასებლო კომპანიის მიერ 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „-----------“ (ყოფილი შპს „--------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება დადგენილი იქნა 1 570 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შეფასება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა საჩივრის დანართად.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარდგენილი შპს „--------“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „---------“ (ყოფილი შპს „-------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას. კერძოდ, შპს „-------“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებით დგინდება, რომ 30.07.2020 წლის მდგომარეობით შპს „---------“ წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენდა 108 947 ლარს. აუდიტორის მსჯელობაში ეს ღირებულება აღნიშნულია როგორც „საბაზრო ფასი“, რაც არასწორია. აუდიტორის მიერ გაანალიზებულ შპს „---------“ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან არსებული შენიშვნების მე-2 თავში აღნიშნულია, „ძირითადი საშუალებები წარმოდგენილია როგორც თავდაპირველ ღირებულებას გამოკლებული დაგროვილი ცვეთა...“, რაც მიგვითითებს, რომ კომპანიის აქტივების მნიშვნელოვანი წილი - ძირითადი საშუალებები, აღრიცხულია თავდაპირველი ღირებულებით, შეძენის ღირებულებით და არა საბაზრო ღირებულებით, ამიტომ მისი კაპიტალი, ანუ წმინდა აქტივი არ წარმოადგენს საბაზრო ღირებულებას. კონკრეტულად, გადამხდელის მიერ აუქციონზე შეძენილი მიწის ღირებულება წარმოადგენს შეძენის ღირებულებას და არა საბაზრო ღირებულებას.

წარმოადგენს შპს „--------“ ფინანსურ მდგომარეობას 2020 წლის 30 ივლისის თარიღისთვის, რომელიც გამჟღავნებულია შპს „-------“ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან არსებულ შენიშვნების მე-5 თავში „გუდვილი“.

2020 წლის 30 ივლისს შპს „-------“ შეიძინა შპს „---------“ სრულად. 2021 წლის 24 თებერვალს შპს „--------“ გაყიდა 50%-იანი წილი კონტროლის შენარჩუნებით შპს „--------ში“ 524 734 ლარად, რის შედეგადაც გამოიმუშავა 275 386 ლარი მოგება.

აღნიშნული ნიშნავს, რომ შპს „-------, რომელიც იყო 921 465 ლარად შეძენილი შპს „--------“ 100% წილის მფლობელი, 2021 წლის 24 თებერვალს კუთვნილი წილის 50% გაყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს „--------ზე“ ღირებულებით 524 734 ლარი. აღნიშნული ცხადყოფს, რომ შპს „--------“ მიერ შპს „--------“ დამფუძნებლის -------გან შეძენილი 100% წილის ღირებულება 921 465 ლარი შეესაბამებოდა საბაზრო ღირებულებას. მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენდა გარიგების ფასზე. აქვე აღსანიშნავია, რომ 50% წილის გაყიდვის მომენტში შპს „------“ კაპიტალი უარყოფითი იყო მიმდინარე პერიოდში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებით.

გადამხდელმა მიმართა საშემფასებლო კომპანია შპს „--------“ 2023 წლის 20 იანვარს, რათა დადგინდეს 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შეძენილი შპს „-------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება. საშემფასებლო კომპანია შპს „---------“ შეაფასა შპს „--------“ (ყოფილი შპს „--------“) 100% წილის ღირებულება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით და დაადგინა მისი საბაზრო ღირებულება 1 570 000 ლარის ოდენობით.

კომპანია არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რადგან დავა მიმდინარეობს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე, რამდენად იყო საბაზრო ღირებულებით შეძენილი შპს „-------“ მიერ 100% წილის შპს „-------დან“. ამასთან დაკავშირებით წარადგინეს რამდენიმე არგუმენტი და შპს „---------“ შეფასების დასკვნა. აღნიშნული არგუმენტები საკმარისი იყო, რათა შემოსავლების სამსახურს მიეღო გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირებაზე დამატებითი შესწავლის გარეშე.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დამატებით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის 24 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „------“ მიერ 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა შპს „------თვის“ 1 350 000 აშშ დოლარის (4 148 145 ლარი) გადარიცხვა. შპს „-----მა“ 2020 წლის 7 ივლისს გაიმარჯვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რის შემდგომაც 2020 წლის 29 ივლისს მათ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით საპრივატიზებო ქონების თანხა განისაზღვრა 4 120 000 ლარით. 2020 წლის 30 ივლისს შპს „-------“ და -------- შორის გაფორმდა შპს „-------“ 100% წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რის შედეგადაც, შპს „---------“ გახდა შპს „--------“ 100% წილის მფლობელი. ------ ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წლის აგვისტოს თვეში ხუთ ნაწილად გადაერიცხა ჯამში 921 465 ლარი. შპს „-------“ პარტნიორის შპს „--------“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „-------“ წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენდა 108 947 ლარს. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, შპს „--------“, შპს „-------“ და ------ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი შპს „--------“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „--------“ (ყოფილი შპს „--------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33877 ბრძანება და №006-704 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 263 886 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარდგენილი შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით მომჩივნის 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19, 97(1"ა"), 981(4"ა.ბ").