ბრძანება N 2111

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2025
№ დოკუმენტი 2111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2111

10 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) 2025 წლის 13 იანვრის №93629/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №085-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეცდომით აქვს დეკლარირებული და შესაბამისი გადასახადი გადახდილი აქვს აგვისტოს თვეში. აცხადებს, რომ ივლისის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია აგვისტოში და აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეცდომით არის ასახული. მიაჩნია, რომ შემოწმებით შესაძლებელი იყო შესამოწმებელი პერიოდის კორექტირება, რომლის შემდეგ კომპანიას არ დაერიცხებოდა გადასახადი. მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ დაზუსტდა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, შესაბამისად, გადამხდელს ამჟამად ერიცხება მხოლოდ ჯარიმა. ითხოვს აღნიშნული ჯარიმისგან გათავისუფლებას ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 50%- იანი ჯარიმის ნაცვლად 10%-იანი ჯარიმის დარიცხავს, რადგან სახეზეა პერიოდის ცვლილება.

2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დადგენილი ბრუნვა შეადგენს 180 186 ლარს (დღგ-ის გარეშე), საიდანაც 154 211 ლარი (დღგ-ის გარეშე) დეკლარირებულია, ხოლო შემოწმების მიერ დეკლარირებულ ბრუნვაზე დამატებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა. მიაჩნია, რომ აღნიშნული არასწორია, რადგან კომპანიის მიერ ყველა ოპერაციაზე (გაწეულ მომსახურებაზე) გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო სხვა შემოსავალი კომპანიას არ უფიქსირდება. აცხადებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა შეცდომით არის დეკლარირებული. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდებზე შემოწმებით დადგენილი ბრუნვა არასწორია, რადგან კომპანიას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები უფიქსირდება მხოლოდ პირველადი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები), შესაბამისად, შეუძლებელი იყო განსახვავებული ბრუნვის მიღება. ამასთან, აცხადებს, რომ დოკუმენტური ბრუნვა სრულყოფილად აქვს დეკლარირებული და ითხოვს, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.

4. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 დეკემბრის №26781 ბრძანება და ამავე თარიღის №085-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 104 910 ლარი, მათ შორის, გადასახადი

55 882 ლარი, ჯარიმა 27 484 ლარი, საურავი 21 544 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით კომპანიის მიერ წარმოდგენილია 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჯამურად 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 257 456 ლარს. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებამ შეისწავლა 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშფაქტურები), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

 

პირველ სადავო საკითხთან, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილებასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-75 7142975, ღირებულებით 141 732 ლარი (დღგ 21 620 ლარი)), რომელიც გადასახადის გადამხდელმა ასახა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის პირველად დეკლარაციაში. შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც შეიმცირა 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პირველად დეკლარაციაში სრულად არის ასახული როგორც 2022 წლის ივლისის, ისე აგვისტოს თვეებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 146 447 ლარს (დღგ 26 360 ლარი), ხოლო დაზუსტებულ დეკლარაციაში 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის გრაფაში ასახულია 26 336 ლარი (დღგ 4 740 ლარი). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელდა 2022 წლის ივლისში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის დაბეგვრა ამავე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა როგორც გადასახადი, ისე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა (50%).

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, 2022 წლის ივლისის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეცდომით ასახვასა და შესაბამისად, პერიოდის ცვლილების არსებობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდი არ მოიცავდა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით

გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (-------- ღირებულებით 212 619 ლარი (დღგ - 32 433)). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 154 211 ლარს. აღნიშნულ ბრუნვაზე საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა არ ფიქსირდება, შესაბამისად, წარმოადგენს არადოკუმენტურ ბრუნვას. ამასთან, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დეკლარირებულ (არადოკუმენტური-1

54 211 ლარი) ბრუნვასთან დაკავშირებით განმარტება, თუმცა მომჩივნის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვისა და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად (154 211 + 180 186=334 397ლარი) შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი არ იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი დეკლარირებული (არადოკუმენტური-154 211 ლარი) ბრუნვასთან დაკავშირებით განმარტება, ხოლო გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 212 619 ლარზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვისა და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ჯამურად დაბეგვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია დეკლარირებულ ბრუნვასთან დაკავშირებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ინფორმაცია. შედეგად, შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვის, 2023 წლის აგვისტოსა (გამოწერილი დოკუმენტური ბრუნვა-51 239 ლარი და არადოკუმენტური ბრუნვა-3 599 ლარი, ჯამში-54 838 ლარი) და სექტემბრის (გამოწერილი დოკუმენტური ბრუნვა-55 147 ლარი და არადოკუმენტური ბრუნვა-3 430 ლარს, ჯამში-58 577 ლარი) საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი არ იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დეკლარირებულ ბრუნვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და არადოკუმენტური ბრუნვის დაბეგვრა ჯამურად შესაბამის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დოკუმენტური ბრუნვა სრულყოფილად აქვს დეკლარირებული და ითხოვს, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარჩენილი სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);163(1,2);164(1);168(1);180(1);69(1);270(1);275(1);