გადაწყვეტილება №22142/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22142/2/2024
24 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 2.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22142/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვა შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №006-623 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1211 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
6 744,77 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 4 272
ჯარიმა - 2 136
საურავი - 336,77
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ლიფტების აღდგენა-რემონტის სამუშაოები. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2023 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში, ზოგ ტენდერში გადასახადის გადამხდელი სარგებლობს ქვეკონტრაქტორის მომსახურებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ, ხელშეკრულებები და ბანკის ანგარიშის ამონაწერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა მომჩივნის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისი ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №006-623 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1211 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილისგან. ასევე, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ არის 77 წლის და მესიჯის წაკითხვა ვერ შეძლო, ამიტომ მოხდა აღნიშნულის შეტყობინების გამორჩენა და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ ბუღალტერი იმყოფებოდა შვებულებაში. ითხოვს მოეხსნას ჯარიმის და საურავის თანხა
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლიფტების აღდგენა-რემონტის სამუშაოები, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში, ზოგ ტენდერში გადასახადის გადამხდელი სარგებლობს ქვეკონტრაქტორის მომსახურებით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების, ხელშეკრულებების და ბანკის ანგარიშის ამონაწერის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის დარიცხვა შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში, ზოგ ტენდერში გადასახადის გადამხდელი სარგებლობს ქვეკონტრაქტორის მომსახურებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ, ხელშეკრულებები და ბანკის ანგარიშის ამონაწერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა მომჩივნის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისი ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №006-623 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1211 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159; 164.