N 2150-IIს - 21/03/2014 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 21.03.2014
№ დოკუმენტი 2150-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური უფლებამოსილებები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის შესაბამის თანამშრომელს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვს, იხელმძღვანელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე (გარდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული უფლებისა), 32-ე და 33-ე (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა) მუხლებით.

2. სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,21 მარტი 2014 წ.

N2150-IIს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე