კაპიტალის შემცირება N 2549
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
კაპიტალის შემცირება N 2549
ფაქტობრივი გარემოებები
· 100% წილის მფლობელმა საწარმო A-მ კაპიტალში შენატანის განხორციელების მიზნით მის მიერ დაფუძნებულ საქართველოს საწარმოს (შპს B) 2021 წლის ივნისში გადასცა 10000 ლარი, ხოლო 2022 წლის მარტში გადასცა 20000 ლარი. B-ს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით შედგენილია პარტნიორის გადაწყვეტილებები და შენატანი შპს B-ს ბალანსზე ასახულია საკუთარ კაპიტალში. B-ს კაპიტალის გაზრდა არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
· 2022 წლის აგვისტოში საწარმომ შეამცირა B-ს კაპიტალი 25000 ლარით. კაპიტალის შემცირების თაობაზე შედგენილია პარტნიორის გადაწყვეტილება და ასახულია B-ს ბალანსში. კაპიტალის შემცირება არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
· B-მ პარტნიორზე თანხის გადაცემა განიხილა კაპიტალის შემცირების შედეგად განხორციელებულ განაცემად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
შეფასება
· საგადასახადო კოდექსის:
981 .1 მუხლის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
8.12 მუხლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
· საწარმოს კაპიტალში აქტივის/ქონების შეტანად განიხილება აქტივზე საკუთრების უფლების გადაცემა, რომელიც განხორცილებულია კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის მიზნით და აღრიცხულია საწარმოს ბალანსზე. განხორციელებული შენატანის ფარგლებში საწარმოს კაპიტალის შემცირება და თანხის გაცემა პარტნიორზე არ განიხილება მოგების განაწილებად.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
იგულისხმება, რომ სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და მოქმედებს, როგორც 2022 წლის 1 იანვრამდე, ასევე 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებების მიმართ.