ბრძანება N 3155

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2023
№ დოკუმენტი 3155
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3155

21.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 21 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №211285/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ნოემბრის №005-165 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ამ მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დაევალა დოკუმენტაციის წარდგენა, რაც ვადაში ვერ მოახერხა, თუმცა, ამ ეტაპზე ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია მოძიებულია და საჩივარს ერთვის დანართად ელექტრონული სახით (წარმოდგენილია მეხსიერების ბარათი).

2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნავს, რომ ეს თანხები შესაძლოა განხილულ იქნას დივიდენდად.

3. ასევე, არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებულ ჯარიმას, ვინაიდან, სამართალდარღვევაზე ჯარიმა დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მაისის №15346 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2019 წლის 14 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილის შესწავლის შედეგებისა და საბაჟო და საგადასახადო მეთოდოლოგიის დეპარტამენტების მითითების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის/არასრულად წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან იმ ნაწილში, რომელიც გამოწვეულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევით;

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

6. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მაისის №15346 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 13 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმის თანხა სულ 2 000 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 3 ნოემბრის №005-165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის მიცემულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ახსნაგანმარტება, რის საფუძველზეც მოხდებოდა არაპირდაპირი მეოდით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლა და შესაბამისად, შემცირება.

 შემოწმებით განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დარიცხული ჯარიმების თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

 პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის მიცემულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ აღნიშნული არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც გავლენას იქონიებს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის ცვლილებაზე. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება თუ რა ფასნამატია გამოყენებული კონკრეტული საქონლის რეალიზაციისას. ასევე, რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს პროდუქციაზე მიწერილი აქვს ზედნადების ნომრები, რომელშიც საერთოდ არ მონაწილეობს შპს „----------“.

 მეორე სადავო საკითხთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ახსნაგანმარტება, რის საფუძველზეც მოხდებოდა არაპირდაპირი მეოდით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლა.

 მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით შემცირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ამ მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობას.

2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. ასევე, არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებულ ჯარიმას, ვინაიდან, სამართალდარღვევაზე ჯარიმა დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის მიცემულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ აღნიშნული არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც გავლენას იქონიებს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის ცვლილებაზე. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება თუ რა ფასნამატია გამოყენებული კონკრეტული საქონლის რეალიზაციისას. ასევე, რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს პროდუქციაზე მიწერილი აქვს ზედნადების ნომრები, რომელშიც საერთოდ არ მონაწილეობს ,მომჩივანი.

მეორე სადავო საკითხთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ახსნაგანმარტება, რის საფუძველზეც მოხდებოდა არაპირდაპირი მეოდით დათვლილი შემოსავლების პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლა.

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით შემცირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1); 272; 275; 291