ბრძანება N 21975
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21975
08 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 13 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის და 3 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №95 და №107) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 13 აგვისტოს №91393/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №081-173 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. განმარტავს, რომ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომლის დროს დაიწვა და განადგურდა სმფ-ები სრულად, ხოლო აღნიშნული ფაქტის შემდეგ კომპანიას შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა. აღნიშნავს, რომ გააჩნია ფოტომასალა, რომლითაც დადასტურდება, რომ ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის ნაშთი სრულად პროპორციულია შემმოწმებლის მიერ აღმოჩენილ ნაშთთან და ასევე, პროდუქციის სია, რომელიც ხანძარმა გამოიყვანა მწყობრიდან. ითხოვს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №2080 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე გაჩენილ ხანძართან და ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №2080 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 18 ივლისის №081-173 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა როგორც შემოწმების, ასევე დავების ეტაპზე წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობა, რომლითაც დასტურდება კომპანიაში 2023 წლის 13 თებერვალს მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ცნობა ეხება როგორც საწარმოს, ასევე სხვა, ანალოგიური საქონლით მოვაჭრე საწარმოში მომხდარ ხანძარს. ამასთან, განადგურებული ან/და დაზიანებული სმფ-ების შესახებ დეტალური მონაცემები მითითებული არ არის (რაოდენობა, თვითღირებულება, საბაზრო ღირებულება, მესაკუთრე და სხვა). გარდა ზემოაღნიშნულისა, დავების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2023 წლის 18 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი 2023 წლის 13 თებერვალს შპს „----“-ის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის დროს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ნაშთად არსებული სმფ-ების ჩამონათვალის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს საინვენტარიზაციო კომისია მხოლოდ კომპანიის დირექტორის, გაყიდვების მენეჯერისა და ბუღალტრის მონაწილეობით. აღნიშნული დოკუმენტი შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა, არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლისა და ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3716 მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, აღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგად ვერ დგინდება მათი სანდოობა, მაგალითად, შერჩევითი გადამოწმებით დადგინდა საქონლის ნაშთის შეუსაბამობა შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებთან და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობა, რომლითაც დასტურდება კომპანიაში 2023 წლის 13 თებერვალს მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაცია, რადგან აღნიშნული ცნობა ეხება როგორც საწარმოს, ასევე სხვა, ანალოგიური საქონლით მოვაჭრე საწარმოში მომხდარ ხანძარს, რომელშიც განადგურებული ან/და დაზიანებული სმფ-ების შესახებ დეტალური მონაცემები მითითებული არ არის.
გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2023 წლის 18 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი 2023 წლის 13 თებერვალს შპს „----“-ის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის დროს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ნაშთად არსებული სმფ-ების ჩამონათვალის შესახებ, რომელიც შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა და არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლისა და ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3716 მუხლის მოთხოვნებს.
ამასთან, აღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგად ვერ დგინდება მათი სანდოობა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ადგილას გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების ჩამონათვალთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ცხრილში მოცემული მონაცემების შესწავლის შედეგად ვერ დგინდება მათი სანდოობა, მაგალითად, შერჩევითი გადამოწმებით დადგინდა საქონლის ნაშთის შეუსაბამობა შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებთან, კერძოდ, რამდენიმე საქონელზე გამოვლინდა სხვაობა შეძენის უკან დაბრუნების და რეალიზაციის შედეგების გათვალისწინებით (მაგალითად, აკუმლატორი „Eterno 60 Ah DIN . L2“ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში მითითებული რაოდენობაა 4, ხოლო დოკუმენტების ანალიზით რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ასევე, აკუმლატორი „ESAN 90A“ კომპანიის მიერ წარმოდგენილ ცხრილში არის 11, ხოლო დოკუმენტების ანალიზით მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, საპოხი მასალა (ტაოტი) 15 კგ-იანს გადასახადის გადამხდელი ნაშთად აფიქსირებს 4-ს, როცა დოკუმენტებით არ უნდა იყოს 2-ზე მეტი, ორიგინალი ნოხ-კავიორის TOYOTA PRIUS (17-20) წარმოდგენილ ცხრილში მითითებული რაოდენობაა 102, ხოლო შეძენა ფიქსირდება სულ 5 ცალი).
ამასთან, რიგ შემთხვევებში ფიქსირდება საქონლის მზარდი შეძენა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მთლიანი შეძენა ჩასმული აქვს განადგურებულ ნაშთში (მაგალითად, აკუმლატორზე 6CT-74 A (0) WESTA აგვისტოს თვიდან ფიქსირდება მხოლოდ შეძენები, ასევე ანალოგიური მდგომარეობაა სხვა აკუმლატორებზე ESAN 70A, ESAN 60A).
ამასთან, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ცხრილში ჩამოთვლილი აქვს ისეთი საქონლის სახეობები, რომლებიც წარმოადგენს რკინის ნაკეთობებს და რომლებიც ხანძრის შედეგად ფიზიკურად, დაზიანებულ მდგომარეობაშიც კი, უნდა არსებობდეს (მაგალითად, ხელსაწყოების ნაკრები, დომკრატი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხრილი ჩაითვალა არასანდოდ და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა როგორც შემოწმების, ასევე დავების ეტაპზე წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობა, რომლითაც დასტურდება კომპანიაში მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ცნობა ეხება როგორც საწარმოს, ასევე სხვა, ანალოგიური საქონლით მოვაჭრე საწარმოში მომხდარ ხანძარს. ამასთან, განადგურებული ან/და დაზიანებული სმფ-ების შესახებ დეტალური მონაცემები მითითებული არ არის (რაოდენობა, თვითღირებულება, საბაზრო ღირებულება, მესაკუთრე და სხვა). გარდა ზემოაღნიშნულისა, დავების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტი მომხდარი ხანძრის დროს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ნაშთად არსებული სმფ-ების ჩამონათვალის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს საინვენტარიზაციო კომისია მხოლოდ კომპანიის დირექტორის, გაყიდვების მენეჯერისა და ბუღალტრის მონაწილეობით. გადამოწმებით დადგინდა საქონლის ნაშთის შეუსაბამობა შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებთან და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.