ბრძანება N 17721
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17721
21 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ „------“)
(მის.: „------“)
2023 წლის პირველი ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ „------“ ) №82026/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი ივნისის №CB1475508 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75).
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს ,,-------“ გახლავთ საკურიერო კომპანია, რომელიც ბაზარზე აქტიურად ოპერირებს უკვე 6 წელია და მაღალი ხარისხის საკურიერო მომსახურებას უწევს მრავალ ონლაინ მაღაზიას. შესაბამისად, ყოველდღიურად გადასაზიდი ტვირთების რიცხობრივი სიმრავლის გათვალისწინებით, შპს ,,------ -ის “ აქვს ინტეგრირებული ბაზა. მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ბაზასთან - rs.ge-თან, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ზედნადებში ასახული ყველა ცვლილება, რაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად საჭიროა ტვირთის გადაზიდვის დროს სრულყოფილი ტრანსპორტირების დოკუმენტების შექმნისათვის და რომლის ცვლილებაც ერთი გადაზიდვის ფარგლებშიც კი ხშირად ხდება საჭირო (ტვირთებისა და დამკვეთების სიმრავლის, ასევე ტრანსპორტირების მიმართულებების ხშირი ცვლილების გამო და რაც წარმოადგენს საკურიერო კომპანიის ჩვეულ საქმიან რეჟიმსა და ყოველდღიურ ტექნიკურ/საოპერაციო ჩვეულებას, მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების საფუძვლით), ცვლილებისთანავე ავტომატურად პროგრამულად ისახება და უნდა აისახოს rs.ge-ზე და სრულყოფილი სახით უნდა გამოუჩნდეს ნებისმიერ პირს, ვინც შეამოწმებს მას.
2023 წლის პირველ ივნისს, დილით საკურიერო კომპანია შპს ,,----- -ის “ რეზერვმა კურიერმა საკურიერო კომპანიის კლიენტების ტვირთების - დამკვეთებისათვის უკან დაბრუნების მიზნით დაიწყო ტვირთების ტრანსპორტირება "-----" -ის ფილიალიდან - „------“-ში , რათა მომხდარიყო მათი უკან დაბრუნება დამკვეთებისათვის. ე.ი. "-----" -ის ფილიალიდან ადრესატებისათვის დასარიგებელი ტვირთები, რომელთა ჩაბარებაც ვერ მოხდა ადრესატებისათვის ან რომლებიც უკან დააბრუნეს ადრესატებმა, უნდა დაბრუნებოდა დამკვეთ კომპანიებს „------“-ში , რა მიზნითაც 31 მაისს საღამოს საათებში გამზადდა ამანათები ტრანსპორტირებისათვის "-----" -ში და რს-ზე პროგრამულად ინტეგრირებული ზედნადებები აიტვირთა რს-ზევე. საორიენტაციოდ 5000 ლარის ღირებულების საქონელზე გამოიწერა ზედნადებები რეზერვ კურიერზე, რომელმაც წამოიღო აღნიშნული საქონელი "-----"-დან და სხვადასხვა ლოკაციებიდან - "------"-ში სატრანპორტო საშუალებით სახ.: „------“.
2023 წლის პირველ ივნისს დილით დაახლოებით 09:30 საათისთვის მძღოლი პირადი ოჯახური/ჯანმრთელობის პრობლემის გამო, დაუკავშირდა საკურიერო კომპანია შპს ,,----- -ის “ სხვა კურიერს და სთხოვა შეხვედროდა მას გზად და გადაეწყო აღნიშნული ამანათები და მიეტანა ----- -ის სათაო საწყობში დაგვიანების გარეშე, ვინაიდან იგი ვეღარ შეძლებდა მათ ტრანსპორირებას დათქმულ დროს პირადი და გადაუდებელი პრობლემის გამო. სხვა კურიერი გზად გადაეკვეთა ტრანსპორტირების განმახორციელებელ კურიერს, გადმოიწყო ამანათები სატრანპორტო საშუალებაში სახ. ნომ. „------“, პარალელურად დაუკავშირდა "-----" - ის ბუღალტერიას და გადასცა ინფორმაცია ზედნადებების ცვლილების საჭიროების თაობაზე და დაიწყო მათი გადაზიდვა "------ " -ის საწყობში. ბუღალტერიამ ასახა აღნიშნული ინფორმაცია ბაზაში, რომელიც ავტომატურად უნდა ასახულიყო ინტეგრირებული ბაზების საშუალებით rs.ge-ზე, თუმცა როგორც ჩანს მანამ სანამ ბაზების ინტეგრაცია პროგრამულად მოახდენდა ინფორმაციის გადაქაჩვას, მძღოლი გააჩერეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და დაუწერეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლმა ზემოხსენებული ინფორმაცია მიაწოდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების მომენტში, ინტეგრირებულ ბაზაზე წარმოქმნილი პროგრამული ხარვეზის უარყოფით შედეგს და კომპანიის პასუხიმგებლობის მიღმა მომხდარი გარემოების გამო, არასამართლიანია საკურიერო კომპანიის მიმართ სამართლადარღვევის ოქმის შედგენა, მაშინ როცა არ არსებობს ,,სამართლადამრღვევი“ სუბიექტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის პირველ ივნისს 10:02 სთ-ზე, ქ. "------"-ში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა მერსედესის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: „------“, მძღოლი: „------“(პ/ნ „------“), რომლის ძარაზე განთავსებული იყო შპს „----- ის “ (ს/ნ „------“) საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის განკუთვნილი 5000 ლარის ღირებულების საქონელი (პარფიუმერია, ელექტროხელსაწყოები, სამომხმარებლო ტექნიკა, ხელსაწყოები) სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით) დადგინდა, რომ ავტომანქანის ძარაზე არსებული პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1475508 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: „------“ გაჩრებისას მძღოლს მსგავსი განმარტება არ გაუკეთებია (რაც დასტურდება გადაღებული ვიდეო ჩანაწერის მიხედვით).
ამასთან, შპს „------ -ის “ (ს/ნ: „------“ ) მიერ ზედნადების გამოწერის ფაქტი, გადამოწმებული იქნა ტაბში, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრის: „------“ მეშვეობით, ასევე გადამოწმებული იქნა ტაბში საწარმოს საიდენტიფიკაციო კოდის მეშვეობითაც, რის შემდგომაც ზედნადების გამოწერის ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273- ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „------ - ის “ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ავტომანქანის ძარაზე არსებული პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136,269,270,286