N 40 - 26/01/2022 - „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №40
2022 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტის, ასევე მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2022 წლის 1 ივნისამდე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2022 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელები ვალდებულნი არიან, სახერხი საამქროები შესაბამისობაში მოიყვანონ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არსებულ მოთხოვნებთან და ამავე ვადაში დეპარტამენტში წარადგინონ სახერხი საამქროების განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე