გადაწყვეტილება №25758/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2025
№ დოკუმენტი 25758/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25758/2/2025

16 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 1.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25758/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2025 წლის №25209/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.07.2025 წლის №068-11 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 11 765,17 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილების იმპორტი-რეალიზაცია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №16647 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია, აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფინანსურ აღრიცხვას, ასევე ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან/და აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ. ჩამოერთვა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ დანართი №19-ის II ცხრილის შესაბამისად.

ი/მ ------ის (ს/ნ-------) საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობების მიხედვით აღრიცხვა. შესაბამისად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა განხორციელდა იმ ზომის ერთეულში (კილოგრამებში) რა ფორმითაც ხდებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საბაჟო ორგანოს მიერ.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა დაიწყო 18.07.2024 წელს და დასრულდა 25.07.2024 წელს. სმფ-ების ფაქტიური აღწერის შედეგებზე შედგენილი იქნა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ ოქმი (დანართი №16).

ი/მ ------ის (ს/ნ -------) მიერ 25.07.2024 წლის №-----/21-12 განცხადებით წარმოდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19) წონის მიხედვით, რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების საფუძველზე 15.07.2024 წლის №16647 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა დანართი №22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.

- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის 30 ნოემბრიდან (2022 წლის 30 ნოემბრის №29904 ბრძანება სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონა – 74 303,11 კილოგრამი – მეწარმის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობა, რომელიც მეწარმის მიერ აღებულ იქნა შემოსავალში.

- ერთეული კილოგრამის საბაზრო ფასის 12,32 ლარი გაანგარიშებულ იქნა 2022 წლის 30 ნოემბრიდან - ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის წონის თანაფარდობით სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ სარეალიზაციო ფასთან.

- 2022 წლის 30 ნოემბრიდან – 2024 წლის 15 ივლისამდე პერიოდის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონა 18 494,77 კილოგრამი (13 418,58 კგ. აღებულ იქნა მეწარმის მიერ გამოწერილი ზედნადებებიდან, ხოლო 5 076,19 კგ. გამოანგარიშებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხის ერთეული კილოგრამის ფასზე შეფარდებით).

- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22–ის I ცხრილი – დანართი №19–ის I ცხრილის და დანართი №16–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა შეადგინა 15 368,47 კილოგრამი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 189 339,55 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი არ გამოვლინდა. ი/მ ------ს (ს/ნ ------) 2024 წლის 20 ნოემბერს ჩაბარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც 2024 წლის 27 ნოემბრის №----- განცხადებით წარადგინა პოზიცია.

გადასახადის გადამხდელმა პოზიციაში აღნიშნა, რომ: არ გააჩნიათ აღურიცხველი სმფ-ები და საგადასახადო ოფიცრებმა არ გაითვალისწინეს სმფ-ების საწყისი ნაშთის დადგენისას ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული 5 %-იანი ცდომილება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის მედიაციის საბჭო №84 სხდომის ოქმით ი/მ -----ის (ს/ნ ------) საქმის განხილვა გადაიდოს მომდევნო მედიაციის სხდომის ჩატარებამდე. 2025 წლის 24 თებერვლის მედიაციის საბჭო №2 სხდომის ოქმით ი/მ ------ის (ს/ნ -------) წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა.

საბოლოოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 189 339,55 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ნაშთების გაანგარიშებისას იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ი/მ ------ის (ს/ნ ------) მიერ 2024 წლის 25 ივლისის №-----/21-12 განცხადებით წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19) წონის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ნაშთის გაანგარიშება დაწყებულია 2023 წლის 19 მაისიდან და საწყის ნაშთად აღებულია 256 503,5 კგ. ასევე, ი/მ -------ის 2024 წლის პირველი ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში ფიქსირდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 256 503,5 კგ. და მის მიერ საბუღალტრო ჩანაწერებსა და აუდიტორულ დასკვნით დადგენილ რაოდენობას შორის გამოვლენილი სხვაობები ასახულ იქნა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. ასევე, ი/მ ------ის ბუღალტრის -----ის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საექსპერტო აუდიტორული დასკვნის შესაბამისად სმფ-ების წონამ შეადგინა 256 503,5 კგ. და მისი განმარტებით, ბუღალტრული ანგარიშგება გასწორებულ იქნა აუდიტის დასკვნიდან, ექსპერტიზის სიზუსტით. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 7.07.2023 წლის №----/21-12 საჩივარში ------ი აღნიშნავს, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 256 503,5 კგ. ნაშთის შესახებ იგივე ინფორმაცია მეორდება ------ის (ს/ნ -------) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 6.09.2023 წელს წარდგენილ №20769/2/2023 საჩივარში და 12.02.2024 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (საქმე №3/8651-23). ვინაიდან გადამხდელმა იხელმძღვანელა ექსპერტიზის მიერ დადგენილი რიცხვით (256 503,5 კგ.) და მას არც ბუღალტრულ გაანგარიშებების წარმოებისას და არც წარმოდგენილ საჩივრებში არ გამოუყენებია ცდომილების 5%, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული საჩივარში აღურიცხველ საქონელთან მიმართებაში ექსპერტიზის ცდომილების გათვალისწინება.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №8027 ბრძანების საფუძველზე, ი/მ -----ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ეხელმძღვანელა 2023 წლის 19 მაისის №---/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობაში (კილოგრამი) ექსპერტის მიერ დაშვებული ცდომილების მინიმალური ოდენობის შესაბამისად (3%). ასევე, აღურიცხავად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ამავე დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 30 ოქტომბრის №29904 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 აპრილის №8027 ბრძანების აღსრულების მიზნით, განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონის კორექტირება (მეწარმის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობა დაკორექტირდა ექსპერტის მიერ დაშვებული ცდომილების მინიმალური ოდენობის შესაბამისად 3%-ით, კერძოდ 2023 წლის 4 მაისის მდგომარეობით სმფ-ების საწყისი ნაშთი 256 503,05 კილოგრამი გაიზარდა 3% და შეადგინა 264 198,14 კგ), ასევე აღურიცხავად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას ერთეული კილოგრამის საბაზრო ფასი ნაცვლად 12,32 ლარისა, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის 30 ნოემბრიდან - ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის წონის თანაფარდობით სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ სარეალიზაციო ფასთან, აღებულ იქნა 2022 წლის 30 ოქტომბრის №29904 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ერთეული კილოგრამის საბაზრო ღირებულება 9,25 ლარი. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №10616 ბრძანებით დაკორექტირდა 2025 წლის 26 თებერვალს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის №--- ოქმი და ამ ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხამ, ნაცვლად 94 669,77 ლარისა შეადგინა 35 489,29 ლარი.

ი/მ ------ა (ს/ნ ------) 2025 წლის 23 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი (საჩივრის №25209/2/2025). საჩივარში გადამხდელი არ დაეთანხმა გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლომატერიალური ფასეულობებს და მიუთითა 2023 წლის 19 მაისს ჩატარებული საექსპერტო აუდიტორულ დასკვნაში დაშვებულ 5%-იან ცდომილებაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2025 წლის №25209/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შპს „------ის“ (ს/ნ ----) 19.05.2023 წლის №---/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნაში ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობით (3-5%), ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ოდენობის ფარგლებში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმის კორექტირება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2025 წლის №16851 ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონის კორექტირება (მეწარმის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობა დაკორექტირდა ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობის შესაბამისად, კერძოდ 2023 წლის 4 მაისის მდგომარეობით სმფ-ების საწყისი ნაშთი 256 503.5 კილოგრამი გაიზარდა 5%-ით და შეადგინა 269 328,15 კგ). განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად კორექტირებას ექვემდებარება 2025 წლის 26 თებერვალს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის №--- ოქმის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №10616 ბრძანების საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 29 მაისის №068-8 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმა. შესაბამისად ი/მ -----ს (ს/ნ ------) ნაცვლად 35 489,29 ლარისა უნდა დაერიცხოს 11 765,17 ლარი.

გადაანგარიშების შედეგებზე გამოიცა საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.07.2025 წლის №068-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად არის განსაზღვრული საქონლის საბაზრო ფასი მაშინ, როდესაც ერთეულის რეალური საბაზრო ფასი არის 4,977 ლარი, შემოსავლების სამსახურის გათვალისწინებით შეადგენს 12,34 ლარს ერთეულზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობილია, რომ დავას აწარმოებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე (-----ი), ითხოვს გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული გარემოება, ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და მოხდეს ჯარიმის კორექტირება სასაქონლო ერთეულის საბაზრო ფასის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 12.06.2025 წლის №25209/2/2025 გადაწყვეტილებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შპს „----ის“ (ს/ნ -----) 19.05.2023 წლის №----/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნაში ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობით (3-5%), ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ოდენობის ფარგლებში.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2025 წლის №16851 ბრძანებით განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონის კორექტირება (მეწარმის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობა დაკორექტირდა ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობის შესაბამისად, კერძოდ 2023 წლის 4 მაისის მდგომარეობით სმფ-ების საწყისი ნაშთი 256 503.5 კილოგრამი გაიზარდა 5%-ით და შეადგინა 269 328,15 კგ). განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად კორექტირებას დაექვემდებარა დარიცხული ჯარიმა, ნაცვლად 35 489,29 ლარისა დაერიცხა 11 765,17 ლარი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არასწორად არის განსაზღვრული საქონლის საბაზრო ფასი მაშინ, როდესაც ერთეულის რეალური საბაზრო ფასი არის 4,977 ლარი, შემოსავლების სამსახურის გათვალისწინებით შეადგენს 12,34 ლარს ერთეულზე.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 12.06.2025 წლის №25209/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმის კორექტირებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა შპს „------ის“ (ს/ნ -----) 19.05.2023 წლის №-----/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნაში ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობა, რის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2025 წლის №16851 ბრძანება და 30.07.2025 წლის №068-11 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საბჭოს 12.06.2025 წლის №25209/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №25209/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16647 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.მომჩივანის საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობების მიხედვით აღრიცხვა. შესაბამისად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა განხორციელდა იმ ზომის ერთეულში (კილოგრამებში) რა ფორმითაც ხდებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საბაჟო ორგანოს მიერ.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა დაიწყო 18.07.2024 წელს და დასრულდა 25.07.2024 წელს. სმფ-ების ფაქტიური აღწერის შედეგებზე შედგენილი იქნა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ ოქმი (დანართი №16).

მომჩივანის მიერ 25.07.2024 წლის განცხადებით წარმოდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19) წონის მიხედვით, რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების საფუძველზე №16647 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა დანართი №22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 189 339,55 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №8027 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ეხელმძღვანელა 2023 წლის 19 მაისის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობაში (კილოგრამი) ექსპერტის მიერ დაშვებული ცდომილების მინიმალური ოდენობის შესაბამისად (3%). ასევე, აღურიცხავად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ამავე დეპარტამენტის მიერ №29904 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №8027 ბრძანების აღსრულების მიზნით, განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონის კორექტირება , ასევე აღურიცხავად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას ერთეული კილოგრამის საბაზრო ფასი ნაცვლად 12,32 ლარისა, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის 30 ნოემბრიდან - ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის წონის თანაფარდობით სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ სარეალიზაციო ფასთან, აღებულ იქნა №29904 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ერთეული კილოგრამის საბაზრო ღირებულება 9,25 ლარი. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის №10616 ბრძანებით დაკორექტირდა 2025 წლის 26 თებერვალს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ამ ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხამ, ნაცვლად 94 669,77 ლარისა შეადგინა 35 489,29 ლარი.

მომჩივანმა არ დაეთანხმა გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლომატერიალური ფასეულობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი . რომლის №25209/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 19.05.2023 წლის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნაში ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობით (3-5%), ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ოდენობის ფარგლებში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმის კორექტირება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16851 ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონის კორექტირება . განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად კორექტირებას ექვემდებარება 2025 წლის 26 თებერვალს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №10616 ბრძანების საფუძველზე გამოცემული №068-8 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმა. შესაბამისად მომჩივანს ნაცვლად 35 489,29 ლარისა უნდა დაერიცხოს 11 765,17 ლარი.გადაანგარიშების შედეგებზე გამოიცა საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის №068-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16851 ბრძანება და №068-11 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საბჭოს №25209/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4); 304(21);