ბრძანება N 12227

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12227
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12227

04 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 13, 30 მარტის და 6 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველ აპრილს, 7 და 28 მაისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №28, №37 და №44) განიხილა ფ/პ ------ (პ/ნ -----) №101287/1/2026, №101529/1/2026 და №102214/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 თებერვლის №011-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა გაწეული ხარჯები, მათ შორის კომუნალური ხარჯი, საბანკო ხარჯები, ხარჯები სარემონტო სამუშაოებზე და ბინების კეთილმოწყობაზე. ამასთან, მითითებული იყო, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ისეთი ზედნადებების მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ბინების მოწყობასთან მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ის არ იყო გამოწერილი ------ სახელზე. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელმა წარადგინა ყველა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა მასალა/საქონლის შეძენა ზედნადებებით, საბანკო და კომუნალური ხარჯები. გაანგარიშების დაურთველობის გამო გაურკვეველია ზედნადებებით მოცემული თანხების გამოქვითვის სისწორე. რა მისამართები იქნა ჩათვლილი, მათ მიერ წარდგენილი ზედნადებები - ყველა 100% უნდა გამოქვითულიყო და აღნიშნული ჩანაწერით ივარაუდება, რომ გამოიქვითა მხოლოდ ნაწილი. ამას გარდა არაა გათვალისწინებული საბანკო და კომუნალური ხარჯები და ასევე არაა გამოქვითული არაპირდაპირი მეთოდით სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ განხორციელდა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულება, რაც არაკანონიერია და შესაბამისად ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7181 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №011-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „ფ/პ ----(პ/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მ.შ სესხის და კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯებში გაითვალისწინოს ყველა ის სასაქონლო ზედნადები, რომელიც ფიქსირდება კონკრეტულად ------ სახელზე რეგისტრირებული ბინის მასამართზე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7181 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 30 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 17 028 ლარით, მათ შორის, გადასახადი 11 352 ლარით, ჯარიმა 5 676 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 11 თებერვლის №011-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადამხდელმა გადაწყვეტილების ფარგლებში წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი. გადაანგარიშებით ფ/პ ----- (პ/ნ -----) რეალიზებული ბინების მისამართებზე დასრულებული ზედნადებების ღირეულება გათვალისწინებული იქნა გამოსაქვით ხარჯებში, რითაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებები გადამხდელს არ წარმოუდგენია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ფ/პ ------- მიერ რეალიზებული ბინების მისამართებზე დასრულებული ზედნადებების ღირეულება გათვალისწინებულ იქნა გამოსაქვით ხარჯებში. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებები გადამხდელს არ წარმოუდგენია.

ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------ (პ/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა გადაწყვეტილების ფარგლებში წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი. გადაანგარიშებით ფ/პ -ის რეალიზებული ბინების მისამართებზე დასრულებული ზედნადებების ღირეულება გათვალისწინებული იქნა გამოსაქვით ხარჯებში, რითაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებები გადამხდელს არ წარმოუდგენია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21):