N 16 - 14/04/2026 - „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 14.04.2026
№ დოკუმენტი 16
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 14 აპრილი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2017, 210020010.35.148.016440) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებები და ბავშვთა სახლები.“

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

მარლენ ნადირაძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე