ბრძანება N 17560
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17560
05 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2025 წლის 22 ივლისის და 1 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 22 ივლისის №97014/1/2025 და პირველი აგვისტოს №97283/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №005-108 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მისი გაანგარიშებით მოლოდინი ჰქონდა უფრო მეტი თანხის შემცირების. ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და მისი წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14331 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------” (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირების მიზნით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14331 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 18 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 167 049 ლარი, მათ შორის: გადასახადი 103 807 ლარი, ჯარიმა 63 242 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის პირველი ივლისის №005-108 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით მოთხოვნილი იყო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის იმ ნაწილის დივიდენდად განხილვა, რომელიც არ იყო გაცემული 2017 წლამდე. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრისათვის დაგროვილი მოგების შესაბამისია. აღნიშნულმა თანხებმა ჯამურად შეადგინა 674 307 ლარი, მ.შ. 2016 წელს დივიდენდად განსახილველი 645 850 ლარია (მიღებულია 01.01.2016წ-მდე მოგებიდან), ხოლო 2017 წელს - 28 457 ლარი (მიღებულია 2016 წლის მოგებიდან, რომლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია 28.09.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის (კორექტირებების ჩათვლით) შესაბამისად დაკისრებული სანქციები). დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი 2016 წლის ჩათვლით პერიოდზე 148 520 ლარია.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14331 ბრძანების შესაბამისად, საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და ზემოაღნიშნული თანხები ნაცვლად დირექტორზე გაცემული ხელფასისა, შესაბამის პერიოდებში განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე, 130-ე, 97-ე, 981 , 309-ე მუხლების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საშემოსავლო გადასახადში ხელფასის სახით განაცემად დასაბეგრი ბაზა შეუმცირდა 2016 წელს 766 947 (613 558/0.8) ლარით და დაიბეგრა დივიდენდად 645 850 (613 558/0.95) ლარი, 2017 წელს ხელფასის სახით განაცემი შემცირდა 34 121 (27 297/0.8) ლარით და დაიბეგრა დივიდენდად 28 733 (27 297/0.95) ლარი. ჯამურად საშემოსავლო გადასახადი შემცირდა სულ 189 726 ლარით, მ.შ. გადასახადი 126 484 ლარით და ჯარიმა 63 242 ლარით.
საწარმოს 2016 წლის მოგების გადასახადში, ხელფასის სახით განაცემის ხარჯის შემცირების გამო, შემოწმებით განსაზღვრული ზარალის ნაცვლად განესაზღვრა დასაბეგრი მოგება 151 174 ლარით, რომლის შესაბამისი გადასახადი 22 676 ლარია. 2017 წელს მოგების გადასახადით დაბეგრის ობიექტი გაიზარდა 28 733 ლარით, რომლის შესაბამისი გადასახადი 5 071 (28 733/0.85*0.15) ლარია. ამავდროულად, აღნიშნული გადასახადის თანხა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების თანახმად დაექვემდებარა ჩათვლას. შესაბამისად, ყოველთვიური მოგების გადასახადი კორექტირებას არ დაექვემდებარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოსათვის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები ჯამურად დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 167 050 ლარით, მ.შ. გადასახადი შემცირდა 103 808 ლარით, ხოლო ჯარიმა - 63 242 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი და შემოწმებით დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხები ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად შესაბამის პერიოდებში, რამაც გამოწვია დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო
გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და მისი წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებას.
2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარრემოება
საწარმოს მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით მოთხოვნილი იყო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის იმ ნაწილის დივიდენდად განხილვა, რომელიც არ იყო გაცემული 2017 წლამდე. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრისათვის დაგროვილი მოგების შესაბამისია.
ზემოაღნიშნული თანხები ნაცვლად დირექტორზე გაცემული ხელფასისა, შესაბამის პერიოდებში განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);