ბრძანება N 17027-5

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.05.2019
№ დოკუმენტი 17027-5
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 17027

28/05/2019

შპს -----

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთნ დაკავშრებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 24 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი N27) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის N094-278 ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

არ ეთანხმება დასაბეგრი მოგების შემცირების გამო წაღებული დივიდენდის ხელფასად განხილვას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ივნისის N17412 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 24 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი და შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 27 დეკემბრის N094-278 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ 1973851,41 ლარით, მათ შორის ძირითადი 930998 ლარი, ჯარიმა 539165 ლარი, საურავი503688,41ლარის ოდენობით.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების აქტიდან ირკვევა შემდეგი:

საწარმოს 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით დამფუძნებლებზე (ამავდროულად დაქირავებული თანამშრომლები) გაცმეული (სალაროს გასავლის ორდერების საფუძველზე) დივიდენდები შეადგენს 1662979 ლარს. შემოწმებით დგინდება, საწარმოს გაუნაწილებელი ფინანსური მოგებიდან გამომდინარე ჰქონდა შესაძლებლობა ამ პერიოდში გაეცა დივიდენდი მხოლოდ 902496 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

"სსკ-ის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად დივიდენდი არის:

,,აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე"".

შემოწმებით ჩაითვალა, რომ სხვაობა 760483 ლარი წარმოადგენს სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დაქირავებულის მიერ მიღებულ ხელფასს და ექვემდებარება დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან. შედეგად საწარმოს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული დივიდენდი 760483 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და გაიზარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელფასი 903073 ლარის ოდენობით ((760483*0.95)/0.8). შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 142590 ლარის ოდენობით"

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 73-ე მუხლზე, რომლის მე-9 ნაწილის ,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ საწარმოს გაუნაწილებელი ფინანსური მოგებიდან გამომდინარე 2015-2016 წლებში შესაძლებლობა ჰქონდა გაეცა დივიდენდი მხოლოდ 902496 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). ამდენად, შემოსავლების სამსახური საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართებულია შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე ფორმის შეცვლა და დამფუძნებლებზე გაცემულ დივიდენდებსა და ამ თანხას შორის სხვაობა წარმოადგენს სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დაქირავებულის მიერ მიღებულ ხელფასს და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹-ე ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“

სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2² . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. 3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშრებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნითდაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დასაბეგრი მოგების შემცირების გამო დივიდენდის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტიდან ირკვევა შემდეგი:

საწარმოს 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით დამფუძნებლებზე გაცმეული დივიდენდები შეადგენს 1662979 ლარს. შემოწმებით დგინდება, რომ საწარმოს გაუნაწილებელი ფინანსური მოგებიდან გამომდინარე ჰქონდა შესაძლებლობა ამ პერიოდში გაეცა დივიდენდი მხოლოდ 902496 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

შემოწმებით ჩაითვალა, რომ სხვაობა წარმოადგენს სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დაქირავებულის მიერ მიღებულ ხელფასს და ექვემდებარება დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან. შედეგად საწარმოს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული დივიდენდი და გაიზარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელფასი. შედეგად საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართებულია შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე ფორმის შეცვლა, შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთნ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(12); 73(4); 73(9,,ბ“); 101(1); 154(1,,ა“); 269(21); 272; 275