N 18708 - 21/08/2025 - „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №18708
2025 წლის 21 აგვისტო
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები“) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, ამ ბრძანების დანართი №2-ის პირველი მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
#assignedTableId-1756804460734 {null margin: 0 auto !important; }ირაკლი ბერაია
შემოსავლებისსამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე)
ლევან წითელაშვილი
შემოსავლებისსამსახურის უფროსის მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)
ნინო ფოდიაშვილი
დავების დეპარტამენტის უფროსი
ლევან დგებუაძე
მეთოდოლოგიისდეპარტამენტის უფროსი
მერაბ გამყრელიძე
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ნინო მაისურაძე
დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ზაალ ტყეშელაშვილი
აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
მერაბ არახამია
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ზაზა თაბაგარი
ანალიტიკურიდეპარტამენტის უფროსი
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე