გადაწყვეტილება №21664/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21664/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21664/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ს“ 20.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21664/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8804 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №007-249 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28630 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 529 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 24 087

დღგ - 15 587

საშემოსავლო გადასახადი - 8 500

ჯარიმა - 9 874

საურავი - 8 568

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №29785 ბრძანება და №007-323 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 38 868 ლარი.

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8804 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის დასკვნა, 29.09.2023 წლის №24004 ბრძანება და №007-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 21 ნოემბრის №28630 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8804 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი ამავე ბრძანებით დავალებული ინფორმაცია/მტკიცებულება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „------ის“ მიმართ აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2020 წლის ნოემბერისა და დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში შპს „-----ამ“ (ს/ნ -----) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაუწია გარკვეული ღირებულების მომსახურება, რომელზეც მომჩივნის მიერ შპს „თოდასთვის“ გადარიცხულ იქნა სხვადასხვა ოდენობის თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 13 ნოემბერი. შესაბამისად, 13 ნოემბრის შემდგომ პერიოდებზე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან ერთად წარმოეშვათ დღგ-ის ჩათვლის უფლება.

ასევე, როგორც მომჩივნისთვის ცნობილია, საწარმოს შემოწმების პარალელურად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „----ა“, რომლის ფარგლებშიც შპს „----ას“ მომჩივნის მიმართ გაწეულ მომსახურებაზე დაერიცხა შესაბამისი დღგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----ას“ მიერ მომჩივნისთვის 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილ იქნა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შპს „----ას“ მიერ მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიეცეს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლის უფლება და შემცირდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8804 ბრძანებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8804 ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8804 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №29785 ბრძანება და №007-323 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 38 868 ლარი.- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8804 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის დასკვნა, 29.09.2023 წლის №24004 ბრძანება და №007-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 21 ნოემბრის №28630 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1„გ“);