ბრძანება N 22639
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22639
22 ოქტომბერი 2024
ბრძანება
ი/მ "--------"-ის (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის:"-------")
2024 წლის 23 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №102) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") №91628/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №CB1653204 და №CB1653212 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ 2013 წლის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს და საქმიანობა განაახლა 2024 წლის 19 თებერვლიდან. ამასთან, 2014-2023 წლებში ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რისთვისაც ყიდულობდა სხვადასხვა პესტიციდებსა და შხამ-ქიმიკატებს. ამ 10 წლის განმავლობაში მომწოდებლებს გამოწერილი ჰქონდათ 141186 ლარის ზედნადებები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ასახულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისში (შემოწმების შედეგად შეცდომით დაფიქსირებულია 145011. გაუქმებული ზედნადებიც დამატებულია შეძენებში). მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა და შეძენები დაანგარიშებულ იქნა 2014 წლიდან. არადა, გადამხდელის განმარტებით, 2021-2023 წლებში სულ შეძენილი აქვს 28709 ლარის ღირებულების საქონელი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დანაკლისად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დიდი ნაწილი არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან და აღნიშნულ პესტიციდებსა და შხამ-ქიმიკატებს იყენებდა თავის საოჯახო მეურნეობაში. ამდენად, მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გამოანგარიშება უნდა დაიწყოს 2024 წლის 19 თებერვლიდან, როცა ხელახლა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
გადამხდელი განმარტავს, რომ 2024 წელს სულ შეძენილი აქვს 116236.74 ლარის საქონელი, აქედან დღგ-გან გათავისუფლებული საქონელი შეადგენს 106460 ლარს და მხოლოდ 9 776 ლარის საქონელია დღგ-ით დასაბეგრი (ასევე 2014-2023 წლებშიც არის დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი), ხოლო ინვენტარიზაციის დროს დანაკლისის საბაზრო ღირებულების გამოანგარიშებისას დამატებულია, როგორც ფასნამატი, ასევე დღგ, რაც არასწორია და შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას და აღნიშნული საქონლის გამიჯვნას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში, იმ პერიოდზე, რაზეც ჯერ დეკლარირება არ იყო განხორციელებული, ჰქონდა 44 860 ლარის კონსიგნაციით გაყიდული საქონელი, რაც დააფიქსირა მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებთან და რაზეც შედგენილია აქტი. გადამხდელი ითხოვს დანაკლისის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას კონსიგნაციით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული სანქციების კორექტირებას (შემცირებას).
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივნისის №13744 ბრძანების საფუძველზე, მომჩივანის (ს/ნ "-------") ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. "-------"), სადაც განთავსებულია გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ჩატარებულ იქნა ინვენტარიზაცია.
მომჩივანმა (ს/ნ "-------") 2024 წლის 12 ივნისის წერილით განსაზღვრა საინვენტარიზაციო კომისიის წევრი. მომჩივანს (ს/ნ "------") ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ჩამოერთვა ხელწერილი მასზე, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ასევე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს შესანახად თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ.
კომისიის წევრების მიერ ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო და თვითღირებულებებიდან დადგინდა საშუალო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 20.9%. დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე საბაზრო ფასი განსაზღვრულ იქნა შემდეგი პრინციპით: თვითღირებულება + დღგ + ფასნამატი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობას (შეძენა-რეალიზაციას) არ აღრიცხავდა სასაქონლო ნომენკლატურის (დასახელებების) მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 234476.76 ლარი.
2024 წლის 28 ივნისს გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების, საგადასახადო კონტროლის პროცედურების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ ოქმის პროექტი. მომჩივანმა (ს/ნ "------") პრეტენზია არ გამოუხატავს ოქმით დარიცხულ თანხებზე, აქედან გამომდინარე პროექტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 232618.82 ლარი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 31351.47 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიამ შეადარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემები, რის შედეგადაც სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასებით შეადგინა 287132.03 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ითვალისწინებს ჯარიმას 28713.2 ლარის ოდენობით. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ იქნა 3800 ლარის აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ითვალისწინებს ჯარიმას 1900 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 23 ივლისს შედგენილ იქნა №CB1653204 და №CB1653212 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 24 ივლისს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო №CB1653204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა და შეძენები დაანგარიშებულ იქნა 2014 წლიდან. ამასთან, 2024 წელს სულ შეძენილი აქვს 116 236 ლარის საქონელი, აქედან დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი შეადგენს 106460 ლარს და მხოლოდ 9776 ლარის საქონელია დღგ-ით დასაბეგრი (ასევე 2014-2023 წლებშიც არის დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი), ხოლო ინვენტარიზაციის დროს დანაკლისის საბაზრო ღირებულების გამოანგარიშებისას დამატებულია, როგორც ფასნამატი ასევე დღგ, რაც არასწორია. ასევე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში, იმ პერიოდზე, რაზეც ჯერ დეკლარირება არ იყო განხორციელებული, ჰქონდა 44860 ლარის კონსიგნაციით გაყიდული საქონელი, რაც დააფიქსირა მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებთან და რაზეც შედგენილია აქტი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც გამოიყენება: გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენისას; გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენისას; გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანო, ვალდებულია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული უფლებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ფასნამატისა და კონსიგნაციის შესახებ). ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
სადავო №CB1653212 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. №CB1653204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ფასნამატისა და კონსიგნაციის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების/მტკიცებულებების წარმოუდგენლობის ან/და არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრის მიზნით, იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით და მის შესაბამისად განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
3. №CB1653212 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აღურიცხველი სმფ-ების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
4. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მესამე პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული სანქციების კორექტირებას (შემცირებას).
ფაქტობრივი გარემოებები
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 23 ივლისს შედგენილ იქნა №CB1653204 და №CB1653212 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 24 ივლისს.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),269(7),286(4,9).