ბამბის ნედლეულის საწარმოო დანაკარგები

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები 11.05.2011
№ დოკუმენტი 2293
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 2293

11 მაისი 2011

ბამბის ნედლეულის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ

,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N 248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ;;ს" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ბამბის ნედლეულის პენტვისას საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს წარმოებაში ჩაშვებული ნედლეულის 65%-ს ოდენობით.

 

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ჯამბულ ებანოიძე

სამსახურის უფროსი