ბრძანება N 857
📄 სრული ტექსტი
N 857
23 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“ (ს/ნ ---)
(მის:---) 2023 წლის 25 დეკემბრის
საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 11 იანვრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №2) იმსჯელა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №220241/21-11 საჩივარზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადი მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №002007 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.
შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დაადგინა, რომ 2023 წლის 7 დეკემბრის №002007 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა უნდა დარჩეს კანონიერ ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 81-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოში განსახილველად ოქმის გაგზავნა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაჰბარდა იმავე დღეს, რაც დასტურდება აღნიშნულ ოქმზე არსებული შპს „---ს“ (ს/ნ---) დირექტორის ---ის (პ/ნ ---) ხელმოწერით, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 25 დეკემბერს, მაშასადამე გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ; გ
) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიერ საჩივარი წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე, 273-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს მის მიმართ შედგენილი 2023 წლის 7 დეკემბრის №002007 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
2023 წლის 7 დეკემბრის №002007 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაჰბარდა იმავე დღეს, რაც დასტურდება აღნიშნულ ოქმზე არსებული დირექტორის ხელმოწერით, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 25 დეკემბერს, მაშასადამე გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.
გადაწყვეტილება
მომჩივნის მიერ საჩივარი წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე, 273-ე და 278-ე მუხლებს.