ბრძანება N 7350

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2024
№ დოკუმენტი 7350
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7350

03 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 19 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ---------) №88535/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №056-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, წებოცემენტისა და ფილების ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ მის მიერ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა არ მომხდარა, ვინაიდან, არგუმენტები და დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა დაფიქსირებული წარმოდგენილ საჩივარში, ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებელი არ დაკავშირებია გადასახადის გადამხდელს მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესასწავლად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30749 ბრძანებით ი/მ --------- (ს/ნ ----------) საჩივარი 2022 წლის 23 დეკემბრის №056-60 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. ი/მ -------- (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წებოცემენტისა და ფილების ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30749 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 თებერვლის №056-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30749 ბრძანებას გაეცნო 2023 წლის 13 დეკემბერს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმების პროცესში შემმოწმებლებისთვის უცნობი იყო, არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება არ მომხდარა, ვინაიდან, არ ყოფილა წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმების პროცესში შემმოწმებლებისთვის უცნობი იყო.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------- (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს,ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30749 ბრძანებას გაეცნო 2023 წლის 13 დეკემბერს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმების პროცესში შემმოწმებლებისთვის უცნობი იყო, არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);