გადაწყვეტილება №25284/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.08.2025
№ დოკუმენტი 25284/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25284/2/2025

11 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „------------ი“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------------ი“ (ს/ნ --------------) 6.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25284/2/2025).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 7.03.2024 წლის №021-237 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 6.03.2024 წლის მდგომარეობით მომჩივანზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 270 519 ლარი, ჯარიმა 135 260 ლარი და საურავი 183 929,13 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 7.03.2024 წლის №021-237 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული ქონებას.

ვალის მართვის დეპარტამენტის 7.03.2024 წლის № 021-237 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2025 წლის №62991-21-04 წერილის მიხედვით, „------------ი“ (ს/ნ --------------) არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანება ადრესატს გაეგზავნა საფოსტო გზავნილის მეშვეობით 20.09.2024 წელს და ჩაბარდა 23.09.2024 წელს.

გზავნილის ადრესატზე ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანება გაგზავნილია „------------ს“ (ს/ნ --------------) სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ მისამართზე,----ი,-----ის ქ. №-- და ჩაბარდა ფ/პ---------ს (პ/ნ -------), რომელიც შპს ------სა და შპს ------ს (ს/ნ -------) შორის გაფორმებულ „საკუთრების მინდობის შესახებ“ -.--.-- წლის ხელშეკრულებაში წარმოდგენილია (ხელს აწერს) როგორც შპს -----------ის მხრიდან უფლებამოსილი პირის ფ/პ---------ის წარმოამდგენელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელს შეეძლო 15.10.2024 წლის ჩათვლით (გასაჩივრების ვადის მე-20 დღე, 13.10.2024 წელი ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს, ხოლო მომდევნო დღე 14.10.2024 წელი ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უქმე დღეს: 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე)). ხოლო, საჩივარი (№88221/01) დავების განხილვის საბჭოში გამოგზავნილია საფოსტო გზავნილის მეშვეობით 5.06.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანება არ ჩაბარებია და მოკლებული იყო შესაძლებლობას მას გაცნობოდა და გაესაჩივრებინა. აღნიშნული ბრძანება გადაეცა ----ის სააპელაციო სასამართლოს (მოსამართლე -------ძე) სხდომაზე სრულიად სხვა საკითხის სასამართლოში განხილვის დროს, 3.06.2025 წელს 17:42 საათზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მომჩივნის არგუმენტს დოკუმენტის ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანება ჩაბარებულია სარეგისტრაციო მონაცემებით დაფიქსირებულ მისამართზე, ხოლო გზავნილი ჩაიბარა პირმა, რომელიც ხელშეკრულებაში შპს ----------ის მხარედ არის მითითებული და აღნიშნულია, რომ არის ფ/პ -------------ის წარმოამდგენელი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20704 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის №021-237 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული ქონებას.

ვალის მართვის დეპარტამენტის № 021-237 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №20704 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის №20704 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ე“);