N 28858 - 14/09/2021 - „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის N43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 14.09.2021
№ დოკუმენტი 28858
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №28858

2021 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლევან წითელაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

დ) დინარა ჩუბინიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;“.

2. დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომას, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე