ბრძანება N 10495

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10495
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10495

10 მაისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ „------“ )

(მის.: „------“ )

2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) №440468 (რეგ. №26793/01) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის №507 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. კერძოდ, ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გპაბ-ზე ასახვაზე. მიუთითებს, რომ გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომლითაც განესაზღვრათ საგადასახდო ვალდებულებები. აცხადებს, რომ შემოწმების შემდეგ საწარმოს დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია ჯარიმების მიზეზი და დაადგინა, რომ არ ჰქონდა მიღებული და ასახული ისეთ ოპერაციები, რომლებიც შესრულებულია და დოკუმენტირებული არ არის. ამიტომ, შპს „-------“-მა მოითხოვა შესაბამისი კომპანიებიდან ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიიღო და ჩათვლის მიზნით დააზუსტა დეკლარაციები. მიუთითებს დეკლარაციების მიხედვით იმ გარემოებებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა დაკორექტირდეს საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, გადამხდელის განმარტებით 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვენ 109 433 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის გაუქმებას და 15 333.19 ლარის დღგ-ს ჩათვლის (ეა; ეა-) გპაბ-ზე ასახვას. 2020 წლის თებერვლის თვის დღგ დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვენ 23 982.2 ლარის ავანსის აღიარებას და 2 932.17ლარის დღგ-ის (ეა- ) ჩათვლას. 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვენ 53 469.26 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის შემცირებას და მხოლოდ ეა- -ის 26 734,75 ლარის შესაბამისი დასაბეგრი რეალიზაციის აღიარებას, რადგან შესრულება მხოლოდ ეს იყო. 2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვენ 6 903.72 ლარის დღგ-ის (ეა- ) ჩათვლას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მშენებლობა დასრულებულია, მომსახურებები შესრულებული და ექსპლუატაციაში მიღებულია, ხოლო ბინები გაყიდულია. მომსახურების გამწევ კომპანიებს დღგ ბიუჯეტში გადახდილი აქვთ. ის ფაქტი, რომ საგადასახადო შემოწმება მოხდა შესაბამის პერიოდში არ წარმოადგენს უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი ჩასათვლელი დღგ აისახოს შპს „------“-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე და საწარმოს მიერ განხორციელებული რეალიზაციის კუთვნილი დღგ გასწორდეს, რაც გამოიწვევს დავალიანების შემცირებას და საწარმოს დაეხმარება დარჩენილი დავალიანების დაფარვაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივლისის №18651 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივლისის №18651 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნა და 2023 წლის 17 იანვრის №507 ბრძანება, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი და დაზუსტებული) (დეკ. „------“ ) დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვა. აღნიშნულთან მიმართებით 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქმის გარემოებები. კერძოდ:

 გადამხდელის მიერ 2021 წლის 15 დეკემბერს და 2022 წლის 10 იანვარს წარმოდგენილ 2019 წლის დეკემბრისა („------“) და 2020 წლის ოქტომბრის („------“) თვეების დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმულ იქნა ი/მ „------“-ის (პ/„------“) მიერ გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურები ეა-და ეა-. ამავე, დეკლარაციებში ზემოთ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დადგენილია ზემოთ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა- და ეა- ) სიყალბე. აქედან გამომდინარე გადამხდელის მიერ 2021 წლის 15 დეკემბერს და 2022 წლის 10 იანვარს წარმოდგენილ 2019 წლის დეკემბრისა („------“) და 2020 წლის ოქტომბრის („------“) თვეების დღგ-ის დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 გადამხდელის მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს წარმოდგენილ 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე („------“) მიბმული იქნა შპს „N2 “-ის (ს/„------“) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა- (ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის ნაწილებზე). ამავე დეკლარაციაში ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლა. აღსანიშნავია, რომ შპს „N2 “- ს (ს/ნ „------“) შესაბამისი საქონლის მიწოდებაზე სასაქონლო ზედნადები არ აქვს გამოწერილი. ასევე, გადამხდელის მხრიდან აღნიშნული საქონლის შეძენასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, გადამხდელის მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს წარმოდგენილი 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია („------“) არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 გადამხდელის მიერ 2022 წლის 1 იანვარს წარმოდგენილ 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში („------“) მის მიერ შემოწმებამდე წარმოდგენილ პირველად დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დეკლარაციით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გათვალისწინებულია 2021 წლის 31 მაისს შედგენილი შპს „-----“-ის (ს/ნ „------“) საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში. აქედან გამომდინარე 2022 წლის 1 იანვარს წარმოდგენილ 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია („------“) არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საკითხი. დასკვნაში აღნიშნულია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება მართლზომიერადაა განხორციელებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. კერძოდ,უარი ეთქვა წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გპაბ-ზე ასახვაზე.

ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი ჩასათვლელი დღგ აისახოს პირადი აღრიცხვის ბარათზე და საწარმოს მიერ განხორციელებული რეალიზაციის კუთვნილი დღგ-ს გასწორებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმულ იქნა ი/მ-ის გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურები ამავე, დეკლარაციებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დადგენილია ზემოთ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე. შესაბამისად, დღგ-ის დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

გადამხდელის თებერვლის,სექტმებრის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე მიბმული იქნა შპს „N2 “-ის (ს/„------“) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ამავე დეკლარაციაში ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლა. აქედან გამომდინარე, გადამხდელის მიერ თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია („------“) არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).