ბრძანება N 16438

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2026
№ დოკუმენტი 16438
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16438

20 ივლისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.:„--------“)

2026 წლის 24 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 24 ივნისის №103078/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №070-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებელს წარუდგინა ინდივიდუალურ მეწარმეებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები და ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 85 148 ლარს. გადასახადის გადამხდელი გამოყოფს ოთხ კონკრეტულ მეწარმეს, აღწერს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას და აღნიშნულის შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №28001 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №28001 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 19 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 108 686 ლარით, მათ შორის, გადასახადი 72 148 ლარის ოდენობით და ჯარიმა 36 538 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 მაისის №070-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ, შემცირდა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები 288 608 ლარით (10 პირიდან 2 თანამშრომელია, 2 პირი არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე, ხოლო 2 მათგანი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად რეგისტრირებულია მოგვიანებით. ჯამში 106 309 ლარი არ დაექვემდებარა შემცირებას). აღნიშნულის შედეგად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტორივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები, კერძოდ, შემცირდა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები 288 608 ლარით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ოთხ კონკრეტულ მეწარმეზე გადახდილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, შემცირებას დაექვემდებარა მხოლოდ იმ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხები, რომლებიც არ ფიქსირდებოდნენ აღნიშნულ კომპანიაში დაქირავებულ პირებად. ვინაიდან, გადამხდელის მიერ საჩივარში ჩამოთვლილი ოთხი მეწარმიდან ორი პირი (,--------“) კომპანიის დაქირავებული თანამშრომელი იყო, მათზე გადახდილი თანხები შემცირებას არ ექვემდებარება, ერთი პირი (,--------“) არ წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე მასზე გადახდილი თანხები არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება მეოთხე პირს (,,--------“), აღნიშნული პირი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად რეგისტრირებულია 2022 წლის პირველი მაისიდან, შესაბამისად, შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ ამ თარიღის შემდეგ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ, შემცირდა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები.აღნიშნულის შედეგად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).