ბრძანება N 5918
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5918
24.03.2023
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
მის:(-------------------------)
2023 წლის 3 მარტის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 მარტის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №28) იმსჯელა ი/მ -----------ის (ს/ნ ) №79467/1/2023 საჩივარზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის №021754 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დაადგინა, რომ 2022 წლის 24 ივნისის №021754 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა უნდა დარჩეს კანონიერ ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 81-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოში განსახილველად ოქმის გაგზავნა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარდა 2022 წლის 24 ივნისს, რაც დასტურდება ამავე ოქმზე არსებული მისივე ხელმოწერით, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 3 მარტს. მაშასადამე გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიერ საჩივარი წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე, 273-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---------------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის №021754 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.