გადაწყვეტილება №101058/1/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№101058/1/2026
06 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 27.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №101058/1/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის №001-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 18 441.54 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 12 989.37
ჯარიმა - (-0.03)
საურავი - 5 452.20
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა (სავაჭრო სტენდი). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 8 ოქტომბრიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №7566 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოს-ტერმინალების შემოსავლები) და მომჩივნის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერის, ანალიზის შედეგად დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაემატა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №11208 ბრძანება და №001-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17603 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17603 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე მომჩივანს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის №1867 ბრძანება და ამავე თარიღის №001-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არგუმენტაციის დამადასტურებელი ცხრილი და განმარტებები წარდგენილი იქნა კანონით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული გარემოება არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, აღნიშნული ანალიზის ცხრილი და შესაბამისი დასაბუთება უკვე წარდგენილი ჰქონდა საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოსავლების სამსახურისთვის, რაც აუდიტის დეპარტამენტისთვის ცნობილი იყო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირებულა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული გარემოება არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებას. მის მიერ წარდგენილი ცხრილი და განმარტებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2026 წლის №21451-21-14 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ 15 კალენდარული დღის ვადაში (რომელიც ამოიწურა 2025 წლის 2 დეკემბერს) აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან 2025 წლის 16 დეკემბერს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე სახის დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც არ ყოფილა განხილული და შესწავლილი შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში დავის განხილვის ეტაპზე.
ამდენად, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მომჩივნის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერის, ანალიზის შედეგად დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაემატა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17603 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17603 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე მომჩივანს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2.10.2025 წლის №25663/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)