ბრძანება N 24692
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24692
22 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 10 ნოემბრის №24225/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ნოემბრის №007-262 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებზე თანხები გადაირიცხა მომსახურების გაწევის საფუძველზე. აღნიშნული ოპერაციის განხორციელება კი არ ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ და არა კომპანიას. შედეგად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად, ანალოგიური არგუმენტებით, წარმოდგენილი აქვს 2024 წლის 5 აგვისტოს საჩივარში მითითებული სადავო საკითხები, კერძოდ:
● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგზე, როგორც უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე შემოწმებით დარიცხულ მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებს.
● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების მიღებულად მიჩნევას, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბერს №22025 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბერს №22025 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 328 ლარი, მათ შორის, გადასახადი 262 ლარი, ჯარიმა 66 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 ნოემბრის №007-262 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმებამ დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები, რომლის შედეგადაც დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ------- და ------- არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით, ------- არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული მეწარმედ. რაც შეეხება -------, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული იყო 2017 წლის 1 თებერვლიდან და 2022 წლის 19 აგვისტოს პერიოდში, შემდეგ უფიქსირდება რეგისტრაციის გაუქმება. აღსანიშნავია, რომ შპს "-------" ------- სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების საფასური 1 050 ლარი გადაურიცხა 2021 წლის 9 აგვისტოს (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმებამდე). შემოწმებამ გაითვალისწინა ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ------- გადახდილ თანხაზე (1 050 ლარი) დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით განახორციელა კორექტირება/შემცირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2024 წლის 24 ივლისის №007-203 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი 262 ლარი და ჯარიმა 66 ლარი, სულ შესამცირებელი თანხების ჯამმა შეადგინა 328 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, გადაანგარიშების ეტაპზე, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ------- და ------- არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით ------- არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული მეწარმედ. რაც შეეხება -------, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული იყო 2017 წლის 1 თებერვლიდან და 2022 წლის 19 აგვისტოს პერიოდში, შემდეგ უფიქსირდება რეგისტრაციის გაუქმება. შპს "-------" ------- სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების საფასური გადაურიცხა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმებამდე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე მხოლოდ ------- გადახდილ თანხაზე განხორციელდა დარიცხული თანხის კორექტირება/შემცირება.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. აგრეთვე, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახური ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგზე, როგორც უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე შემოწმებით დარიცხულ მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებს.
დებიტორული დავალიანების მიღებულად მიჩნევას, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბერს №22025 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.
შემოწმებამ დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები, რომლის შედეგადაც დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით, ერთი ფიზიკური პირი არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული მეწარმედ. რაც შეეხება მეორე ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული იყო 2017 წლის 1 თებერვლიდან და 2022 წლის 19 აგვისტოს პერიოდში, რომელსაც სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების საფასური გადაურიცხა 2021 წლის 9 აგვისტოს (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმებამდე). შემოწმებამ გაითვალისწინა ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულ გადახდილ თანხაზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით განახორციელა კორექტირება/შემცირება.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)