გადაწყვეტილება №21970/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21970/2/2024
26 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 15.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21970/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №007-275 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31397 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 123 986 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 74 793
დღგ - 20 371
მოგების გადასახადი - 38 589
საშემოსავლო გადასახადი - 15 833
ჯარიმა - 33 462
საურავი - 15 731
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9253 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24932 ბრძანება და №007-275 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 123 986 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 დეკემბრის №31397 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №---------- წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 15.12.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა უქმე დღეების გათვალისწინებით იყო 8.01.2024 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 15.01.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საწარმოს დირექტორის განმარტებით, იანვრის თვის დასაწყისში ჰქონდა ვირუსული გრიპი გართულებული ფორმით, რასაც თან დაერთო დაავადების გართულება (მაღალი ჰიპერტონული წნევები). არის დიაბეტით დაავადებული და სახლში გადიოდა მედიკამენტოზურ მკურნალობას, რის გამოც ვერ ახერხებდა სამსახურში სიარულს. ამას თან დაერთო ოჯახური პრობლემები, მეუღლის სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია და ყველაფერმა ამან გამოიწვია საჩივრის დაგვიანებით გაგზავნა.
მოთხოვნის მიუხედავად, მომჩივანმა არ/ვერ წარმოადგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 15.12.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა უქმე დღეების გათვალისწინებით იყო 8.01.2024 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 15.01.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საწარმოს დირექტორის განმარტებით, იანვრის თვის დასაწყისში ჰქონდა ვირუსული გრიპი გართულებული ფორმით, რასაც თან დაერთო დაავადების გართულება (მაღალი ჰიპერტონული წნევები). არის დიაბეტით დაავადებული და სახლში გადიოდა მედიკამენტოზურ მკურნალობას, რის გამოც ვერ ახერხებდა სამსახურში სიარულს. ამას თან დაერთო ოჯახური პრობლემები, მეუღლის სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია და ყველაფერმა ამან გამოიწვია საჩივრის დაგვიანებით გაგზავნა. მოთხოვნის მიუხედავად, მომჩივანმა არ/ვერ წარმოადგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).