ბრძანება N 32945

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2023
№ დოკუმენტი 32945
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32945

26 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2023 წლის 25 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ-----) 2023 წლის 25 ნოემბრის №85354/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №041-77 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა კვლავ უცვლელად დატოვა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და უგულებელყო მათი არგუმენტაცია/მტკიცებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10946 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ს“ (ს/ნ ------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ს’’ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული მასალები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10946 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 8 939 ლარით, მათ შორის, გადასახადი 5 959 ლარით და ჯარიმა 2 980 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 ოქტომბრის №041-77 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ჩატარებული ანალიზის შედეგად ფულის მოძრაობაში ჩართულ იქნა 2011-2018 წლებში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხოლო საჩივარში მითითებული დანარჩენი არგუმენტების სისწორე წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადასტურდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მათ შორის, საჩივარზე თანდართული და შემდგომ წარდგენილი მტკიცებულებები), კერძოდ, ფულის მოძრაობაში ჩართულ იქნა 2011-2018 წლებში ბიუჯეტში გადახდილი თანხები და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ხოლო დანარჩენ არგუმენტებთან დაკავშირებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა კვლავ უცვლელად დატოვა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და უგულებელყო მათი არგუმენტაცია/მტკიცებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ჩატარებული ანალიზის შედეგად ფულის მოძრაობაში ჩართულ იქნა 2011-2018 წლებში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხოლო საჩივარში მითითებული დანარჩენი არგუმენტების სისწორე წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადასტურდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).