N 296 - 01/07/2026 - „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 01.07.2026
№ დოკუმენტი 296
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №296

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2026, 360160000.10.003.025655) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე