გადაწყვეტილება №23006/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23006/2/2024
03 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23006/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის №4148 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის №021-9 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8284 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 503 510.62 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 269 585
დღგ - 7 429
საშემოსავლო გადასახადი - 262 254
ქონების გადასახადი - (-98)
ჯარიმა - 178 638
საურავი - 55 287.62
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6858 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
- სამუშაოებს აწარმოებს როგორც სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით, ასევე, კერძო სექტორის იურიდიულ პირთა მომსახურების სახით. გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილი იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც მიწოდებულ იქნა გადამხდელის მხრიდან. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ბრუნვებს შორის. ზოგიერთ შემთხვევაში სხვაობა გამოწვეულია არასრული დეკლარირების გამო, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში არასწორადაა განსაზღვრული დაბეგვრის პერიოდი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №15735 ბრძანება და ამავე თარიღის №021-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 13.11.2023 წლის №27839 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ 19 810 ლარი, მათ შორის გადასახადი 14 342 ლარი და ჯარიმა 5 468 ლარი.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის №4148 ბრძანება და ამავე თარიღის №021-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 17.13.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2024 წლის №8284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესწავლილ იქნა სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინების შედეგად შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაკორექტირდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მართლაც არა აქვს ბუღალტრული აღრიცხვა სრულყოფილად ნაწარმოები (კერძოდ არ ხდება სრულად იდენტიფიცირება თითოეული განხორციელებული ოპერაციის) და აქედან გამომდინარე ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში, თუმცა არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ არჩეულ დათვლის პრინციპს. კომპანიის გაანგარიშებით შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ ფულად სახსრებს (რეალიზაციიდან გამომდინარე კუთვნილი თანხის მიღება კომპანიაში მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით ხორციელდება) გამოკლებულია უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული ყველა გასავალი, რომელიც განკუთვნილია კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის. ამის შემდეგ დარჩენილი თანხა რომელიც გახარჯულია ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე, უნდა იქნას განაშთული და მას უნდა გამოაკლდეს ყველა ის გასული თანხა, რაც დაიხარჯა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის საჭირო საქონლის, თუ მომსახურების შეძენის დროს.
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კომპანიის მიერ გადაცემული იქნა აუდიტის დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა გადაანგარიშების შედეგად არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, კერძოდ:
1. სხვადასხვა რეგიონში სამუშაოების ჩატარების დროს ჰქონდა ადგილი იმ ფაქტს, რომ გარკვეულ მასალებს (როგორიცაა რკინის ნაწარმი: არმატურა, ე.წ. ბალკა, მშველერი და ა.შ.), რომლებსაც სთავაზობდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები (შეძენილი ჰქონდათ გარკვეული საჭიროებისათვის, მაგ: სახლის, ავტოფარეხის და ა.შ. მშენებლობისათვის) ყიდულობდა ადგილზე შესყიდვის აქტის მეშვეობით, სადაც დეტალურად არის აღწერილი შეძენილი საქონლის და გამყიდველის შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია (აღსანიშნავია, რომ შეძენები ძირითადად ემთხვევა პანდემიის პერიოდს), აღნიშნული თანხობრივად მართალია ბევრი არ არის, თუმცა მაინც საყურადღებოა და უნდა იქნას გათვალისწინებული ფულადი ნაშთის გამოყვანისას.
ამ ნაწილში გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულია, რომ საჩივართან ერთად არ არის წარდგენილი სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ხარჯის გაწევის (ნაღდი ფულის გადახდის) რეალურობა, შესაბამისად გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული მასალები ვერ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხების ნაშთის დათვლისას.
კომპანიის მიერ წარდგენილ მასალებში ნათლად არის მითითებული, რომ შესრულებულ სამუშაოებზე და შესყიდულ საქონელზე მხარეებს პრეტენზიები არ გააჩნიათ და აგრეთვე მითითებულია, რომ თანხის გადახდა განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით. თვალნათელია (მხარეებს შორის პრეტენზიების არ ქონის გამო), რომ მხარეებმა სრულად შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები (ერთმა მიაწოდა მომსახურება/საქონელი, ხოლო მეორე მხარემ აანაზღაურა შესაბამისი თანხა) და სხვა სახის ინფორმაცია რა უნდა წარედგინა უცნობია, თუ დაევალება კიდევ რა უნდა წარადგინოს მზადა შესასრულებლად.
2. შესასრულებელი სამუშაოების გარკვეულ ნაწილის გაკეთებას უკვეთავდა სპეციალისტებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ საგადასახადო ორგანოში. აღნიშნული ორმხრივი შეთანხმება მისაღები იყო, როგორც კომპანიისთვის (იმიტომ, რომ აღარ სჭირდება თანამშრომლების გადაყვანა სხვადასხვა ქალაქსა, თუ რაიონში და ჩასატარებელ გარკვეულ სამუშაოებს უკვეთავდა რეგისტრირებულ პირებს რომლის მიღებასაც ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტებით. ის, რომ თანამშრომლების გადაყვანა აღარ სჭირდება სხვადასხვა რეგიონში, კომპანიისთვის ეფექტურია, როგორც ეკონომიკური ასევე, გარკვეული ვალდებულებების კუთხითაც), ასევე მეორე მხარისთვისაც.
3. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებელთა დიდ ნაწილთან (აღნიშნული დადასტურებული აქვს შემმოწმებელსაც ფულის დათვლის დროს) ანგარიშსწორებას აწარმოებს ნაღდი ანგარიშსწორებით და ეს პროცესი გრძელდება მუდმივად, რომელიც შემდეგი სახისაა: კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გადატანა (ჩარიცხვა ან ხელზე მიცემა) ხდება დირექტორთან, რომლის შემდეგაც იგი ნაღდი ფულით აწარმოებს მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებას. ფაქტობრივად სალაროს მოძრაობა მთლიანად ემთხვევა დირექტორთან ფულის მოძრაობას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ფულადი ნაშთის გამოყვანისას გათვალისწინებული იქნას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება და გათვალისწინებული იქნას ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი. აღნიშნული იქნება სამართლიანი გადაწყვეტა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. აღსანიშნია ერთი ფაქტიც: შემმოწმებელმა მის მიერ გამოყვანილი ფულის ნაშთი მთლიანად მიიჩნია გაცემულ ხელფასად და დაბეგრა კუთვნილი გადასახადით, თუმცა ამ დაბეგრილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილით 2023 წლის მარტსა და აპრილში (აღარაა შესამოწმებელი პერიოდი) ისე, რომ მნიშვნელოვანი თანხის გატანა ბანკიდან არ ხდება ისევ ნაღდი ანგარიშსწორებით გასტუმრებული იქნა მომწოდებლები, ესეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნაღდი ფულის ე.წ. გონივრული ნაშთი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული დასაბეგრი ობიექტის გამოყვანისას. მარტსა და აპრილში ნაღდი ანგარიშსწორებით გახარჯული თანხა არ უნდა ჩაითვალოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში, რადგან ეს თანხა იყო დირექტორთან (ფაქტობრივად კომპანიის სალაროში) და მომდევნო თვეებში გაიცა სხვადასხვა მომწოდებლებზე და სხვა საჭიროებისათვის, აქაც აუცილებელია ამ მომენტის გათვალისწინება განაცემების გამოთვლისას. დანართის სახით წარმოადგენს მარტის და აპრილის ბანკის ამონაწერებს და ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ გადახდებს მარტსა და აპრილში.
4. კომპანიას 2008 წლიდან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 639 587.2, კუთვნილი მოგების გადასახადი არის (დეკლარირებული და გადახდილია შესაბამისი პერიოდების მიხედვით) 95 938.1 ლარი. წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით კომპანიას შეუძლია გაანაწილოს პარტნიორებზე დივიდენდის სახით 543 649.1 ლარი, რომელზედაც გადასახდელი იქნება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. გამომდინარე აქედან მიაჩნია, რომ ნაღდი ფული რაც დარჩება კომპანიაში ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით დაბეგრილ უნდა იქნას დივიდენდის სახით და პირველად გაცემული იქნას 1.01.2017 წლამდე არსებული გაუნაწილებელი მოგება.
გაურკვეველი დარჩა, რატომ არ იქნა გათვალისწინებული ფულის ნაშთი გადახდილ დივიდენდის ნაწილში, მაშინ როცა ამის საშუალებას გვაძლევს ფულადი ნაშთიც, როგორც აღნიშნა კომპანიას 2008 წლიდან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 639 587.2, კუთვნილი მოგების გადასახადი არის (დეკლარირებული და გადახდილია შესაბამისი პერიოდების მიხედვით) 95 938.1 ლარი. წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით კომპანიას შეუძლია გაანაწილოს პარტნიორებზე დივიდენდის სახით 543 649.1 ლარი, რომელზედაც გადასახდელი იქნება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. გაუნაწილებელი მოგება და მოგების გადასახადის დეკლარაციებში აღნიშნული მოგება არის ერთმანეთის ტოლი. კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ ფულის განაწილება ჩაითვალოს დივიდენდად და დაიბეგროს გადახდილი მოგების გადასახადის გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27839 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2024 წლის დასკვნით:
- გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალისა და მომსახურებების შეძენის ამსახველი შესყიდვის აქტები. გადამხდელი დამატებით განმარტავდა, რომ აღნიშნული საქონელი/მომსახურება გამოყენებულ იქნა სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა ობიექტის მშენებლობისას. საჩივარზე თანდართული იყო ჯამში 309 153 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ამსახველი აქტები. გარდა აღნიშნული მასალებისა არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ხარჯის გაწევის (ნაღდი ფულის გადახდის) ფაქტი (ნამდვილობა), შესაბამისად, აღნიშნული მასალები არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხების ნაშთის დათვლისას.
- გადასახადის გადამხდელს არც შესამოწმებელ და არც წინა საანგარიშო პერიოდზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შესაბამისად, ვერ მოხდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთის დადასტურება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს, რომ ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა შემოწმებით მოცულ (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია შემოწმების დასრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის განცხადება დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული.
- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი, მათ შორის, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართული იყო ავანსის სახით მიღებული თანხები, რომლებიც შემოწმების პერიოდშივე უკან დაბრუნებულ იქნა დამკვეთი მხარისთვის, ასევე, ტექნიკური ხარვეზის გამო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული იყო თიზ-ის საწარმოზე განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
4.07.2024 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ფიზიკური პირებისგან მშენებლობისთვის საჭირო მასალების შეძენების ნაწილში არ აღსრულდა, მიუხედავად იმისა რომ სალაროს გასავლის ორდერი არ არსებობს, თანხის გადახდას ადასტურებს ორივე მხარე. შესრულებულ სამუშაოებზე და შესყიდულ საქონელზე თანხის გადახდა განახორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით. თვალნათელია (მხარეებს შორის პრეტენზიების არ ქონის გამო), რომ მხარეებმა სრულად შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები (ერთმა მიაწოდა მომსახურება/საქონელი, ხოლო მეორე მხარემ აანაზღაურა შესაბამისი თანხა). სამუშაოების გარკვეულ ნაწილის შესრულებას უკვეთავდა სპეციალისტებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ საგადასახადო ორგანოში. სამუშაოების შესრულებას ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლია წარმოადგინოს ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები. ამასთან, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებელთა დიდ ნაწილთან ანგარიშსწორებას აწარმოებს ნაღდი ანგარიშსწორებით, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად გათვალისწინებული იქნას ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი. კომპანიას 2008 წლიდან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 639 587.2, კუთვნილი მოგების გადასახადი არის (დეკლარირებული და გადახდილია შესაბამისი პერიოდების მიხედვით) 95 938.1 ლარი. წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით კომპანიას შეუძლია გაანაწილოს პარტნიორებზე დივიდენდის სახით 543 649.1 ლარი, რომელზედაც გადასახდელი იქნება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. გამომდინარე აქედან მიაჩნია, რომ ნაღდი ფული რაც დარჩება კომპანიაში ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით დაბეგრილ უნდა იქნას დივიდენდის სახით და პირველად გაცემული იქნას 1.01.2017 წლამდე არსებული გაუნაწილებელი მოგება.
მომჩივნის არგუმენტებზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალისა და მომსახურებების შეძენის ამსახველი შესყიდვის აქტები და გარდა აღნიშნული მასალებისა, არ იყო წარდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ხარჯის გაწევის (ნაღდი ფულის გადახდის) ფაქტი (ნამდვილობა), შესაბამისად, აღნიშნული მასალები არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხების ნაშთის დათვლისას. ასევე, გადასახადის გადამხდელს არც შესამოწმებელ და არც წინა საანგარიშო პერიოდზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შესაბამისად, ვერ მოხდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთის დადასტურება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად და გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის განცხადება დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება, შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს, რიგ შემთხვევაში არ იყო სრულყოფილად შევსებული, ასევე მასში ფიქსირდება რომ გაწეულია მომსახურება, თუმცა არ დასტურდება კომპანიის მიერ ანაზღაურების ფაქტი. ამასთან, მეორე მხარის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ არის დაბეგრილი.
11.07.2024 წელს საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ექვსი ფიზიკური პირიდან მოიპოვა ოთხი მათგანის ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტება, რომ როგორც მიღება-ჩაბარების აქტშია ასახული შესაბამის პერიოდში კომპანიას გაუწიეს მომსახურება და მიიღეს შესაბამისი ანაზღაურება.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტებები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება, სხვა სადავო საკითხებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები);
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების სედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
4.07.2024 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ფიზიკური პირებისგან მშენებლობისთვის საჭირო მასალების შეძენების ნაწილში არ აღსრულდა, მიუხედავად იმისა რომ სალაროს გასავლის ორდერი არ არსებობს, თანხის გადახდას ადასტურებს ორივე მხარე. შესრულებულ სამუშაოებზე და შესყიდულ საქონელზე თანხის გადახდა განახორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით. თვალნათელია (მხარეებს შორის პრეტენზიების არ ქონის გამო), რომ მხარეებმა სრულად შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები (ერთმა მიაწოდა მომსახურება/საქონელი, ხოლო მეორე მხარემ აანაზღაურა შესაბამისი თანხა). სამუშაოების გარკვეულ ნაწილის შესრულებას უკვეთავდა სპეციალისტებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ საგადასახადო ორგანოში. სამუშაოების შესრულებას ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლია წარმოადგინოს ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები. ამასთან, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებელთა დიდ ნაწილთან ანგარიშსწორებას აწარმოებს ნაღდი ანგარიშსწორებით, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად გათვალისწინებული იქნას ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი. კომპანიას 2008 წლიდან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 639 587.2, კუთვნილი მოგების გადასახადი არის (დეკლარირებული და გადახდილია შესაბამისი პერიოდების მიხედვით) 95 938.1 ლარი. წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით კომპანიას შეუძლია გაანაწილოს პარტნიორებზე დივიდენდის სახით 543 649.1 ლარი, რომელზედაც გადასახდელი იქნება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. გამომდინარე აქედან მიაჩნია, რომ ნაღდი ფული რაც დარჩება კომპანიაში ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით დაბეგრილ უნდა იქნას დივიდენდის სახით და პირველად გაცემული იქნას 1.01.2017 წლამდე არსებული გაუნაწილებელი მოგება.
მომჩივნის არგუმენტებზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალისა და მომსახურებების შეძენის ამსახველი შესყიდვის აქტები და გარდა აღნიშნული მასალებისა, არ იყო წარდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ხარჯის გაწევის (ნაღდი ფულის გადახდის) ფაქტი (ნამდვილობა), შესაბამისად, აღნიშნული მასალები არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხების ნაშთის დათვლისას. ასევე, გადასახადის გადამხდელს არც შესამოწმებელ და არც წინა საანგარიშო პერიოდზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შესაბამისად, ვერ მოხდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთის დადასტურება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად და გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის განცხადება დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება, შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს, რიგ შემთხვევაში არ იყო სრულყოფილად შევსებული, ასევე მასში ფიქსირდება რომ გაწეულია მომსახურება, თუმცა არ დასტურდება კომპანიის მიერ ანაზღაურების ფაქტი. ამასთან, მეორე მხარის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ არის დაბეგრილი.
11.07.2024 წელს საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ექვსი ფიზიკური პირიდან მოიპოვა ოთხი მათგანის ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტება, რომ როგორც მიღება-ჩაბარების აქტშია ასახული შესაბამის პერიოდში კომპანიას გაუწიეს მომსახურება და მიიღეს შესაბამისი ანაზღაურება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტებები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). რაც შეეხება, სხვა სადავო საკითხებს, შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28587 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).