გადაწყვეტილება №21907/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2024
№ დოკუმენტი 21907/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21907/2/2024

21 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------ი (პ/ნ -------------; ს/ნ ------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ის 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21907/2/2024).

 

დავის საგანი:

პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №32440 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

26.10.2023 წელს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით მიმართა 24.10.2023 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების წარმოშობის საფუძვლების განმარტების თაობაზე.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლის შედეგად გაირკვა და მომჩივანს 26.10.2023 წლის განცხადების პასუხად საბაჟო დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №21-10/87821 წერილით ეცნობა შემდეგი:

24.10.2023 წელს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 14.12.2011 წლის სავადო თარიღით დარიცხულია საბაჟო გადასახდელები, რამაც გამოიწვია 120.46 ლარის ოდენობით საურავის წარმოშობა. აღიშნულის დარიცხვამდე 23.10.2023 წლისათვის გადამხდელს ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 5.03 ლარი, წინა საანგარიშო პერიოდზე გადასახადის დარიცხვის შედეგად გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა დაფარული გადასახადის გადაანგარიშება, კერძოდ, აღდგა მანამდე დაფარული გადასახადი და ამავდროულად გაიზარდა დაფარული საურავი, აღნიშნულის შედეგად 24.10.2023 წელს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანებამ შეადგინა 144.43 ლარი.

იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული საბაჟო დავალიანება წარმოშობილია 9.12.2011 წლის №43164 საბაჟო დეკლარაციით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი). საპასუხოდ საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები საარქივო სამმართველოში ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, აღარ ინახება.

9.12.2011 წლის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულ საგადასახადო ვალდებულება, 17.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.12.2023 წლის №32440 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, ასევე 272–ე მუხლზე და დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წელს ასახულ საგადასახადო ვალდებულებას და განმარტავს, რომ №21-10/87821 საბაჟო დეპარტამენტის წერილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია 9.12.2011 წლის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.

24.10.2023 წლის მდგომარეობით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანებამ შეადგინა 144.43 ლარი, მათ შორის გადასახადი 106.67 ლარი და საურავი 37.76 ლარი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, პირადი აღრიცხვის ბარათზე 9.12.2011 წლის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე ასახული გადასახადის და საურავის თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

მომჩივანი სადავოდ ხდის 24.10.2023 წელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 14.12.2011 წლის სავადო თარიღით დარიცხულ საბაჟო გადასახდელებს (რომელიც წარმოშობილია 9.12.2011 წლის №43164 საბაჟო დეკლარაციით და რომელიც აღარ ინახება), რამაც გამოიწვია 120.46 ლარის ოდენობით საურავის წარმოშობა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №1739-21-11 წერილით დგინდება შემდეგი:

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 24.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 144.43 ლარი, მათ შორის, ქონების გადასახადი 106.67 ლარი და საურავი 37.76 ლარი. დავალიანება ძირითად ნაწილში შედგებოდა დარიცხული და არასრულად გადახდილი თანხებით, კერძოდ, 1.01.2016 წლიდან, ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედების შემდგომ, ერთიან ბარათზე ათვლის სათავედ (საწყის ნაშთად) გადატანილია დავალიანება - გადასახადი 1 309.00 ლარი და საურავი 186.04 ლარი.

1.01.2016 წლიდან 24.10.2023 წლის ჩათვლით პერიოდში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადები შეადგენს სულ 12 579.00 ლარს, შემცირებული 22.00 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი 14 212.33 ლარს, დარიცხული საურავი 490.75 ლარს, საიდანაც დაფარული საურავი შეადგენს 452.99 ლარს.

გადასახადის გადახდის სავადო თარიღით დალაგებული პირადი აღრიცხვის ბარათის მონაცემებით, 15.11.2022 წელს გადახდილი თანხიდან (3 512.00 ლარი) დაფარულია აღნიშნული სავადო თარიღისათვის არსებული ძირითადი დავალიანების ნაწილი, 3 618.67 ლარიდან 3 512.00 ლარი, ხოლო 15.11.2022 წლის ვადით დარიცხული 2022 წლის ქონების გადასახადის (3 512.00 ლარი) თანხიდან 106.67 ლარი ასახულია ძირითად დავალიანებაში. თავის მხრივ, გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, რამაც 24.10.2023 წლის მდგომარეობით შეადგინა 37.76 ლარი.

ამასთან, 27.10.2023 წელს მომჩივნის მიერ გადახდილია 150.00 ლარი, რითაც დაფარულია ამ პერიოდისათვის არსებული დავალიანება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საჩივრის განხილვის თარიღისათვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 5.41 ლარი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ სადავოა პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წელს ასახული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის განხილვის თარიღისათვის აღარ არსებობს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე და ფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო დავალიანება შედგებოდა დარიცხული და არასრულად გადახდილი თანხისგან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

26.10.2023 წელს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით მიმართა 24.10.2023 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების წარმოშობის საფუძვლების განმარტების თაობაზე. პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლის შედეგად გაირკვა და მომჩივანს 26.10.2023 წლის განცხადების პასუხად საბაჟო დეპარტამენტის №21-10/87821 წერილით ეცნობა .რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული საბაჟო დავალიანება წარმოშობილია 9.12.2011 წლის №43164 საბაჟო დეკლარაციით.

9.12.2011 წლის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულ საგადასახადო ვალდებულება, 17.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.12.2023 წლის №32440 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ სადავოა პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წელს ასახული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის განხილვის თარიღისათვის აღარ არსებობს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე და ფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო დავალიანება შედგებოდა დარიცხული და არასრულად გადახდილი თანხისგან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:272(1);