ბრძანება N10480

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10480
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N10480

10.05.2023

შპს „---------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ---------------)

2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------) №440451 (რეგ. №26798/01) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის №513 ბრძანებასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. კერძოდ, ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გპაბ-ზე ასახვაზე. მიუთითებს, რომ გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომლითაც განესაზღვრათ საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ შემოწმების შემდეგ საწარმოს დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია ჯარიმების მიზეზი და დაადგინა, რომ 2019 და 2020 წელში განხორციელებული რეალიზაცია შემმოწმებლის მიერ არ არის სწორედ ასახული.

გადამხდელი მიუთითებს, რომ 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვენ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გამოქვითვით ჩათვლის შემცირების გაუქმებას. ხოლო, 2019 წლის მაისის დაზუსტებული დეკლარაციით, დაწყვილდა ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლა არ იქნა მოთხოვნილი, ვინაიდან ჩათვლილი იყო ავანსის ანგარიშფაქტურების მიღების თარიღით.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს შემდეგს:

 2019 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 54 000 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის გაუქმებას, რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.

 2019 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 79 027 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის ასახვას, რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.

 2019 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 112 832,58 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის ასახვას, რაც შემოწმების შედეგებზე 12 299,46 ლარით ნაკლებია, ხოლო ჩათვლა 7 679 ლარი შეესაბამება შემოწმების შედეგებს.

 2019 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 196 998 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის და 15 333.19 ლარის ჩათვლის ასახვას, რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.

 2019 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 320 339 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის და 1 123 ლარის ჩათვლას ასახვას, რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.

 2019 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 12 354.25 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის ასახვას, რაც შემოწმების შედეგებზე 48 279,75 ლარით ნაკლებია, ხოლო ჩათვლა 1 675 ლარი შეესაბამება შემოწმების შედეგებს.

 2019 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 1 088 ლარის ჩათვლას ასახვას, რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.

 2019 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 254,25 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის ასახვას.

 2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 126 983.65 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის და 5 041.35 ავანსის ასახვას რაც შემოწმების შედეგებზე 60 022,35 ლარით ნაკლებია.

 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 23 982.2 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის აღიარებას და 2 932.17 ლარის ჩათვლას, რაც შემოწმების შედეგებზე განსხვავებით 1 380.63-ით ზრდის გადასახადის ოდენობას.

 2020 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 3 100 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის გაუქმებას და 541 ლარის ჩათვლას, რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.

 2020 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 4 700.85 ლარის ლარის დასაბეგრი რეალიზაციის ასახვას რაც შემოწმების შედეგებზე 515.15 ლარით ნაკლებია.

 2020 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 9 801 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის გაუქმებას და 1 741 ლარის ჩათვლას,რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.

 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით ითხოვს 26 734.74 ლარის ლარის დასაბეგრი რეალიზაციის ასახვას რაც შემოწმების შედეგებზე 53 469,26 ლარით ნაკლებია, ეს ოპერაცია გაუქმებულია და მიღებული თანხები გადარიცხულია უკან შემოწმების პერიოდში.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №31487 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (პირველადი/დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №31487 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნა და 2023 წლის 17 იანვრის №513 ბრძანება, რომლის თანახმად ადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი და დაზუსტებული) (დეკ. 01M50590123, 01M50590107, 01M50590108, 01M50590124, 01M50590125, 01M50590126, 01M50590130, 01M50590129, 01M50590128, 01M50590127, 01M50590131, 01M50590106, 01M50590105, 01M50590122, 1M50590121) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვა. აღნიშნულთან მიმართებით 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქმის გარემოებები. კერძოდ, გადამხდელის მიერ 2022 წლის 10 აპრილს წარმოდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ((პირველადი და დაზუსტებული) (დეკ. 01M50590123, 01M50590107, 01M50590108, 01M50590124, 01M50590125, 01M50590126, 01M50590130, 01M50590129, 01M50590128, 01M50590127, 01M50590131, 01M50590106, 01M50590105, 01M50590122, 1M50590121)) შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი აზუსტებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, ცალკეულ თვეებში ზრდის, ხოლო ცალკეულ თვეებში ამცირებს. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გათვალისწინებულია 2021 წლის 31 მაისს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები არ დაექვემდებარა გგპაბ-ზე ასახვას. ამასთან, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა დეკლარაციებში მითითებული მონაცემების გგპაბ-ზე ასახვის საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს მხოლოდ ის გარემოებები, თუ რომელი დაზუსტებული დეკლარაციით რა ოდენობის თანხები უნდა დაექვემდებაროს შემცირებას, თუმცა წარმოადგენილი არ არის იმგვარი არგუმენტაცია ან კონკრეტულ ფაქტზე მითითება, რაც წარმოდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვის საკითხი, დასკვნაში აღნიშნულია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული წარდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება მართლზომიერადაა განხორციელებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. კერძოდ, ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გპაბ-ზე ასახვაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №31487 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნა და 2023 წლის 17 იანვრის №513 ბრძანება, რომლის თანახმად ადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი და დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).