ბრძანება N 27430

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2025
№ დოკუმენტი 27430
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27430

15 დეკემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2025 წლის 22 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) №98983/1/2025 და №98984/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №189507 სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, საბანკო ამონაწერები და სალაროში ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის აქტი, გაუგზავნა აუდიტორს. რაც შეეხება საბუღალტრო პროგრამიდან ბრუნვითი უწყისებისა და ანგარიშების ბარათების წარდგენას, აღნიშნულ ნაწილში, მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმებას სთხოვა გონივრული ვადა მოცემული ინფორმაციის წარსადგენად, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, პირის მიმართ გამოწერილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ოქტომბრის №„------“ წერილით გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარმოედგინა:

1. ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგები მათი ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით;

2. ბასს-ის ანგარიშთა გეგმის მიხედვით საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია 2025 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის პირველი სექტმებრის და ხსენებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების მდგომარეობით, მათ შორის მოკლევადიანი მოთხოვნების, დარიცხული მოთხოვნების და ვალდებულებების (გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა) ნაწილში ინფორმაცია იდენტიფიცირებული უნდა იყოს, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული თითოეული პირის მიხედვით;

3. გადასახადის გადამხდელის სახელზე საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობები და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები (მათ შორის ნულოვანი) 2025 წლის პირველი აგვისტოდან ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების მდგომარეობით Pdf-ის და Excel-ის ფორმატში. ასევე, ელექტრონული საფულის ამონაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. 2025 წლის პირველი აგვისტოდან ხსენებული ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტამდე სალაროში (ანგარიშთა გეგმის 1100-იანების ანგარიში (მათ შორის 1110, 1120 და ა.შ)) და საბანკო ანგარიშებზე (ანგარიშთა გეგმის 1200-იანების ანგარიში (მათ შორის 1210, 1220 დ ა.შ)) თანხების მოძრაობის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, ცალკეული სამეურნეო ოპერაციების მიხედვით;

5. სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, ნებრთვები, მიღება-ჩაბარების აქტები, შესყიდვის აქტები ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში ასახული ელექტრონული ინფორმაციისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც ეხება 2025 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდს;

6. დეტალური ახსნა-განმარტება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილების მფლობელობის სამართლებრივი ფორმის შესახებ (საკუთრბე, იჯარა, ქირა და სხვა). ამასთან, წარმოსადგენია შესაბამისი შემთხვევისთვის, სათანადო ფორმის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2025 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია. დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ 2025 წლის 23 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189507, რომლითაც შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ოქტომბრის №------ წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს ინფორმაციის წარმოდგენა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია.დარღვეულია სსკ-ის 43-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189507, რომლითაც შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

279.