ბრძანება N 13754
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13754
16.06.2023
ი/მ -------- (ს/ნ --------)
(მის.: ------------)
2023 წლის 3 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) 2023 წლის 3 მაისის №80724/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №249-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ არ ჰყავდა კვალიფიციური ბუღალტერი, რათა სრულყოფილად ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაარიცხა კუთვნილი გადასახადები. მიუთითებს მშობლების ჯანმრთელობის პრობლემებზე, რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18402 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ --------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ --------- (ს/ნ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18402 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 21 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 38 340 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 თებერვლის №249-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი საქონლის შეძენასთან დაკავშირებით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდზე გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. ვინაიდან დღგ-ის თანხის ჩათვლაში ჩასასმელი თანხები ასევე მონაწილეობდა გამოსაქვით თანხებში დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არსებული მონაცემები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი საქონლის შეძენასთან დაკავშირებით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ არ ჰყავდა კვალიფიციური ბუღალტერი, რათა სრულყოფილად ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაარიცხა კუთვნილი გადასახადები. მიუთითებს მშობლების ჯანმრთელობის პრობლემებზე, რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი საქონლის შეძენასთან დაკავშირებით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდზე გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. ვინაიდან დღგ-ის თანხის ჩათვლაში ჩასასმელი თანხები ასევე მონაწილეობდა გამოსაქვით თანხებში დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არსებული მონაცემები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).