ბრძანება N 16944

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 16944
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16944

13 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 28 ივნისის №81964/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №006-263 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, კერძოდ, არ გაითვალისწინა საჩივარში მითითებული არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ამასთან, ვერ წარმოადგინა ახალი არგუმენტები მათ გასაქარწყლებლად და გამოსცა დაუსაბუთებელი დასკვნა, რომლითაც უცვლელი დატოვა საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1390 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 4 აგვისტოს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №1390 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №006-263 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა „----------“-ის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა („----------“-ზე). დასკვნის თანახმად, მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა (EDF) გათანაბრებულია საკრედიტო ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთთან (YTM) და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩათვლილია, რომ კომპანიის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი (14%) შეესაბამება საბაზრო პრინციპებს. შემოწმება არ დაეთანხმა იმ დაუსაბუთებელ მოსაზრებას, რომ დეფოლტის რისკის ალბათობა შესაძლოა გაიგივებულ იქნას სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რის შესახებაც ეცნობა გადამხდელის წარმომადგენელს (აუდიტორული კომპანია „----------“). საკითხის გასარკვევად შედგა შეხვედრა კომპანია „----------“-სა და „----------“-ის წარმომადგენლებსა და შემმოწმებლებს შორის. შეხვედრაზე „----------“-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მედიანური მნიშვნელობის განსაზღვრა შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის („----------“-ზე) სხვაობის მედიანური მაჩვენებლის გამოყენებით, კერძოდ, აღნიშნული მონაცემით იზრდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის „----------“-ზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 15 მარტს „----------“-ს წარმომადგენელმა ელექტრონული მეილის საშუალებით წარადგინა კორექტირებული დანართი, რომელშიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსასაზღვრად გამოყენებულ იქნა „----------“-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ფუნტი სტერლინგის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1,160% და „----------“-ის დასკვნაში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი („----------“-ზე) 7.24%, კერძოდ, „----------“-ში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 1,160% გაიზარდა 7,243%-ით და შეადგინა 8,4% (1,160%+7,243%), შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%. თუმცა შემდგომ ანალიზში აღნიშნულია, რომ „----------“-ის დასკვნა იძლევა მხოლოდ მედიანურ მაჩვენებელს და არა საბაზრო დიაპაზონს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთად შესაძლოა ჩათვლილ იქნას კომპანიის მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა - 17,92%, რაც შემოწმების აზრით, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონტროლირებული სესხი აღებულია ევროში და „----------“-ის კვლევა ჩატარებულია ამავე ვალუტის გათვალისწინებით, ხოლო „----------“-ს მიერ 2023 წლის 15 მარტს წარმოდგენილ დაზუსტებულ დასკვნაში საპროცენტო განაკვეთის გასაანგარიშებლად გამოყენებულია ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მონაცემები. „----------“-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ევროში დაფიქსირებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს -0,461%-ს. „----------“-ის დასკვნის პრინციპზე დაყრდობით, მედიანური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 6,78%-ს (-0,461%+7,243%), (შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%). შემოწმების დროს ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კვლევის კრიტერიუმები, რომლის გამოყენებითაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოძიებულ იქნა შესადარისი ფინანსური ინსტრუმენტები, მიღებული შედეგი არ იწვევს შემოწმებით დარიცხული თანხების ცვლილებას (შემცირებას).

გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა ----------ში რეგისტრირებული კომპანია „----------“-ს მიერ გამოშვებული ობლიგაციის პროსპექტუსი, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას გამოცემული აქვს არაუზრუნველყოფილი 50 000 000 ევროს ობლიგაცია, რომელიც ივაჭრება ----------ის საფონდო ბირჟაზე, კუპონის განაკვეთი შეადგენს 11,25%-ს, გამოცემის თარიღია 2016 წლის 23 მაისი. პროსპექტუსის მიხედვით ობლიგაციას, ჯგუფის გარანტიის გათვალისწინებით უფიქსირდება „----------” B3 და „----------“-ს B+ საკრედიტო რეიტინგი, ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგი (რომელიც არ ითვალისწინებს ჯგუფის გარანტიას) არის „----------“ Ba1 „----------“-ს BB+, ხოლო საქართველოს სუვერენული რისკის გათვალისწინებით - „----------“ Ba3- და „----------“-ს B-. 2016 წლის ბოლოსთვის „----------“-ს ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება 22 015 355 ევროს ოდენობის დაგროვილი ზარალი, ხოლო ამავე პერიოდისთვის გადამხდელს აქვს 2 623 157 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება. გადასახადის გადამხდელს სურს, რომ კონტროლირებული ოპერაციის შესადარისად განხილულ იქნას მხოლოდ „----------“-ს მიერ გამოშვებული ობლიგაციის განაკვეთი (11,25%). გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური მაჩვენებლები განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისგან, ამასთან, მხოლოდ ერთი მონაცემი არ იძლევა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საიმედოდ განსაზღვრის საშუალებას, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადამხდელის არგუმენტი და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე 2023 წლის 31 იანვრის №1390 ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა სადავო საკითხი გადასახადის გადამხდელის ჩართულობით, საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას და სალაროდან გატანილი თანხის (მოკლევადიანი სესხის) მოგების გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ანალიტიკური კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა. დასკვნის თანახმად, მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა (EDF) გათანაბრებულია საკრედიტო ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთთან (YTM) და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩათვლილია, რომ კომპანიის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი (14%) შეესაბამება საბაზრო პრინციპებს. შემოწმება არ დაეთანხმა იმ დაუსაბუთებელ მოსაზრებას, რომ დეფოლტის რისკის ალბათობა შესაძლოა გაიგივებულ იქნას სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რის შესახებაც ეცნობა გადამხდელის წარმომადგენელს (აუდიტორული კომპანიას). საკითხის გასარკვევად შედგა შეხვედრა კომპანია აუდიტორულ კომპანიისა და ანალიტიკურ კომპანიის წარმომადგენლებსა და შემმოწმებლებს შორის. შეხვედრაზე ანალიტიკური კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მედიანური მნიშვნელობის განსაზღვრა შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის სხვაობის მედიანური მაჩვენებლის გამოყენებით, კერძოდ, აღნიშნული მონაცემით იზრდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 15 მარტს აუდიტორული კომპანიის წარმომადგენელმა ელექტრონული მეილის საშუალებით წარადგინა კორექტირებული დანართი, რომელშიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსასაზღვრად გამოყენებულ იქნა 2018 წლის დეკემბრის თვის ფუნტი სტერლინგის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1,160% და ანალიტიკური კომპანიის დასკვნაში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი 7.24%, კერძოდ, დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 1,160% გაიზარდა 7,243%-ით და შეადგინა 8,4% (1,160%+7,243%), შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%. თუმცა შემდგომ ანალიზში აღნიშნულია, რომ ანალიტიკური კომპანიის დასკვნა იძლევა მხოლოდ მედიანურ მაჩვენებელს და არა საბაზრო დიაპაზონს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთად შესაძლოა ჩათვლილ იქნას კომპანიის მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა - 17,92%, რაც შემოწმების აზრით, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონტროლირებული სესხი აღებულია ევროში და ანალიტიკური კომპანიის კვლევა ჩატარებულია ამავე ვალუტის გათვალისწინებით, ხოლო აუდიტორული კომპანიის მიერ 2023 წლის 15 მარტს წარმოდგენილ დაზუსტებულ დასკვნაში საპროცენტო განაკვეთის გასაანგარიშებლად გამოყენებულია ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მონაცემები. 2018 წლის დეკემბრის თვის ევროში დაფიქსირებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს -0,461%-ს. ანალიტიკური კომპანიის დასკვნის პრინციპზე დაყრდობით, მედიანური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 6,78%-ს (-0,461%+7,243%), (შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%). შემოწმების დროს ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კვლევის კრიტერიუმები, რომლის გამოყენებითაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოძიებულ იქნა შესადარისი ფინანსური ინსტრუმენტები, მიღებული შედეგი არ იწვევს შემოწმებით დარიცხული თანხების ცვლილებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5)