შავი ლითონის ჯართის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგი

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები 18.04.2012
№ დოკუმენტი 6339
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 6339

18 აპრილი 2012

შავი ლითონის ჯართის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქაროველოს მთავრობის 2011 წლის 27დეკემბრის N 2547 განკარგულების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შავი ლითონის ჯართისგან ნამზადის დამზადებისას არსებული საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 12,5%-ს ოდენობით.

2. ნამზადიდან არმატურის დამზადებისას არსებული საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 1,5%-ს ოდენობით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჯართის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 28 აპრილის № 2118 ბრძანება.

4 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ჯამბულ ებანოიძე

სამსახურის უფროსი