გადაწყვეტილება №27220/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
05 აგვისტო 2026
N 27220/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 22.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27220/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.10.2025 წლის N 25645/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 3 354 054,59 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 1 033 086 ლარი;
ჯარიმა - 516 543 ლარი;
საურავი - 1 804 425,59 ლარი;.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა აზარტული თამაშების საქმიანობები.
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2018 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2018 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის N 13424 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის N 13424 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.09.2019 წლის N 8299/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის N 13424 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი 14.06.2019 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების საფუძველზე გაანგარიშების საფუძველი არ დგინდება.
აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2019 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 02.07.2019 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანმა საბჭოს 11.09.2019 წლის N 8299/2/2019 გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, N -/--- - --- საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 27.12.2018 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2018 წლის N 38520 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 03.01.2019 წლის N ----- შეტყობინება საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის N 13424 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.09.2019 წლის N 8299/2/2019 გადაწყვეტილება, დაევალა შემოსავლების სამსახურს, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შპს ----- საჩივართან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.10.2024 წლის განჩინებით N ბს-1161(2კ-22)). სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.04.2025 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.07.2025 წლის N 16681 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 09.10.2025 წლის N 25645/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2025 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები არ გადაანგარიშებულა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.11.2025 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 09.10.2025 წლის N 25645/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ასევე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2026 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.03.2026 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც 22.04.2026 წლის N 27220/2/2026 საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2026 წლის N 13379 ბრძანების მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი შპს ----- (ს/ნ ----- ) კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად შედგენილი/გამოცემული შემდეგი დოკუმენტაცია: შპს ----- (ს/ნ ----- ) საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი 2026 წლის 16 მარტის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის N 6016 ბრძანება და 2026 წლის 19 მარტის N ----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის N 6016 ბრძანება და 2026 წლის 19 მარტის N ----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბათილად იქნა ცნობილი საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დავის საგანი და საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.10.2025 წლის N 25645/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დავა მიმდინარეობდა. სასამართლომ საგადასახადო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააუქმა და საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ კი მომჩივანსს კვლავ წარედგინა საგადასახადო მოთხოვნები, რომლებიც გასაჩივრდა. ამჟამად დავა კვლავ განხილვის პროცესშია.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დავის საგანი და საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(დ); 301(დ);.