გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარება N 2513

2513 გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარება - (ძალადაკარგული) 20.02.2012
№ დოკუმენტი 2513
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარება N 2513

ფაქტობრივი გარემოებები

· პირმა განახორციელა საქონლის იმპორტი

· საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზნით საგადასახადო ორგანომ გამოითხოვა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან სათანადო ინფორმაცია ამ საქონლის ექსპორტთან დაკავშირებით

· ექსპორტიორი ქვეყნიდან მიღებული დოკუმენტების და გაფორმების ადგილებში წარმოდგენილი იმპორტის სასაქონლო დეკლარაციების თანდართული დოკუმენტების შედარების შედეგად დადგინდა, რომ განსხვავდება ერთმანეთისაგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) და მასში დაფიქსირებული საქონლის სატარიფო ღირებულება. ასევე ვერ ხერხდება საქონლის შედარება სეს ესნ კოდების მიხედვით. იდენტურია მხოლოდ სატრანსპორტო დოკუმენტი (ავიაზედდებული) და მასში დაფიქსირებული მონაცემები

· ვარიანტი I: შესაძლებელია გაშვებული საქონლის იდენტიფიცირება იმპორტის სასაქონლო დეკლარაციით გაცხადებულ საქონელთან

· ვარიანტი II: სასაქონლო ოპერაციები დასრულებულია (საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში) და ვეღარ ხერხდება საქონლის იდენტიფიცირება.დეკლარირებული საქონელი იბეგრება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით

შეფასება

· ორივე ვარიანტში ადგილი აქვს საქონლის სატარიფო ღირებულების შემცირებას/გაზრდას

· ვინაიდან მოწოდებული მასალების შედარების შედეგად სატრანსპორტო დოკუმენტები (ავიაზედდებულები) და საქონლის საერთო წონა ემთხვევა საქართველოში დეკლარირებულ შესაბამის მონაცემებს საქონელი უნდა ჩაითვალოს დეკლარირებულად

ღონისძიებები

· ვარიანტი I: თუ შესაძლებელია გაშვებულ საქონელზე ექსპერტიზის ჩატარება სეს ესნ კოდის და ექსპორტიორი ქვეყნიდან მოწოდებულ მასალებში მითითებული საქონლის მიმართ მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის შედეგიდან გამომდინარე უნდა მოხდეს სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

· ვარიანტი II: თუ შეუძლებელია გაშვებულ საქონელზე ექსპერტიზის ჩატარება, მაშინ დეკლარირებულ და ექსპორტიორი ქვეყნიდან მოწოდებულ დოკუმენტებში მითითებული სატარიფო ღირებულებების სხვაობა დაიბეგროს დეკლარირებული საქონლისთვის დადგენილი მაქსიმალური განაკვეთით

· პირს დაეკისრება სანქცია საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

თუ ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირს არ დაეკისრება სანქცია 289-ე მუხლის მიხედვით და მის მიმართ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სახელმძღვანელო არ განსაზღვრავს გაფორმების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 16 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდზეც.