ბრძანება N 19165
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19165
22 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის---) 2024 წლის 12 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 12 აგვისტოს №91372/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №024-54 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს (13%). გადამხდელის განმარტებით, ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად გამოვლენილი სმფ-ების სხვაობის დიდი ოდენობა გამოწვეულია დეფექტური (დამტვრეული) კაფელ-მეტლახის არსებობით, რომლის ჩამოწერაც ფიზიკურად შეუძლებელია. გადამხდელის განმარტებით, შემოსავლების სამსახურისგან მიღებული აქვთ კონსულტაცია, რომ მასალების ჩამოწერისთვის საჭიროა მათი გადარჩევა და სახეობების მიხედვით დასაწყობება, თუმცა აღნიშნულის განხორციელება, დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. გადამხდელი ითხოვს ჩამოწერის საშუალებას, თუნდაც დანაკარგების %-ის გაანგარიშებით, დამტვრეული კაფელ-მეტლახის მოცულობის შესაბამისად. ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2022 წელს დადგენილი ფასნამატი გავრცელებულია 2019-2021 წლებზე, რაც არამართებულია რადგან კოვიდპანდემიის გამო 2019-2021 წლებში უფრო დაბალი ფასნამატი იქნებოდა ვიდრე 2022 წელს. განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დროს შეუძლებელი იყო განსაზღვრულიყო აღწერილი პროდუქცია, რომელიც ფაქტობრივ ნაშთს შეადგენდა, რომელი შესყიდვის ფასით იყო შესყიდული. ამის გამო ფასნამატის პროცენტი მიღებულ იქნა 13%, ხოლო რეალური შიდა ანგარიშებით გამოვლენილი ფასნამატი არ აღემატება 10%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის №13854 ბრძანების საფუძველზე შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 29 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (შედარების აქტები) და იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის №13854 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 11 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 88 031 ლარი, მათ შორის გადასახადი 58 687 ლარი, ხოლო ჯარიმა 29 344 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №024-54 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები 939 002 ლარის გადახდის შესახებ. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა გასაჩივრებულ თემაში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 58 687 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინება (შედარების აქტები) და იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%- ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები 939 002 ლარის გადახდის შესახებ), რომლის შედეგად გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გაუხდია სადავოდ 2023 წლის 29 დეკემბერს წარდგენილი საჩივრით, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს (13%).
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები 939 002 ლარის გადახდის შესახებ. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა გასაჩივრებულ თემაში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 58 687 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე,დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304 2 1.