ბრძანება N 13430

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2025
№ დოკუმენტი 13430
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13430

24 ივნისი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2025 წლის 27 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 27 მაისის №95913/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის №006-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ მცირე მეწარმეებისთვის მომსახურებაზე გაცემული თანხები სრულად.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულყოფილად აღსრულებას და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხების ხარჯებში გათვალისწინებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21535 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2024 წლის 17 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება მცირე მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21535 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2025 წლის 14 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 52 082 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 720 ლარი, ხოლო ჯარიმა 17 362 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის №006-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ არაერთხელ იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების დეტალური ანალიზი, თუმცა წარმოდგენილი მონაცემები არ იყო დამოწმებულ ხარჯთაღრიცხვებთან თანხვედრაში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბოლოო მონაცემები, რომლის თანახმადაც გარკვეული განაცემები არ არის დამოწმებულ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული. მაგალითისთვის, მცირე მეწარმეებზე გადახდილია პროექტების ფარგლებში საქმის წარმოებისა და დარაჯის მოვალეობის შესრულების სამუშაოები, ჯამში - 20 500 ლარი. ასევე, ერთ-ერთ მეწარმეზე ანაზღაურებულია 42 000 ლარი („არსებულ ობიექტზე პროექტის ფარგლებში დაწყებიდან დასრულებამდე სამუშაოების წარმოება - ორგანიზება“). საბაჟო გამშვები პუნქტი „-------" ("-------"-ის მუნიციპალიტეტი, სოფელი „-------“, ს/კ „-------“) გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოების სარეალიზაციო ღირებულება 281 400 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტით დამტკიცებული მომსახურების ღირებულება - 51 843 ლარს შეადგენს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მიღებული მომსახურებების ღირებულება კი 147 090 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შემოწმებამ გაითვალისწინა დამოწმებულ ხარჯთაღრიცხვებთან შესაბამისობაში მყოფი გაწეული დანახარჯების ღირებულება. შემოწმების მიერ გათვალისწინებული იყო ფიზიკურ პირებთან მიკუთვნებული „ზედნადები ხარჯები“. საბოლოოდ, შემცირებას დაექვემდებარა 52 082 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და რომელ შემთხვევაშიც დადასტურდა მცირე მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემცირებას არ დაექვემდებარა გადამხდელის მიერ წარდგენილი ზოგადი ინფორმაცია ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით. კერძოდ:

 არ იქნა გათვალისწინებული „-------“-ის გამშვები პუნქტის (დამკვეთი შპს „-------“) პროექტის შესრულების ფარგლებში გაწეული ის ხარჯები, რომლის მიზნობრიობა არ იყო დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული თანხები სრულად არ იქნა გათვალისწინებული, პროექტის საბოლოო ხარჯი 22 000 ლარით აღემატებოდა მისაღებ შემოსავალს. საბოლოოდ, 147 090 ლარიდან არ იქნა გათვალისწინებული 97 331 ლარი.;

 არ იქნა გათვალისწინებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/ნ „-------“) „-------“-ის სოფელ „-------“-ში შესრულებული პროექტის ფარგლებში გაწეული ის ხარჯები, რომლის მიზნობრიობა არ იყო დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მიღებაჩაბარების აქტებში დაფიქსირებული თანხები სრულად არ იქნა გათვალისწინებული, პროექტის საბოლოო შემოსავალი მხოლოდ 2 000 ლარით აღემატებოდა შემოწმების მიერ დადგენილი ხარჯის ოდენობას. საბოლოოდ, 79 500 ლარიდან არ იქნა გათვალისწინებული 23 679 ლარი;

 არ იქნა გათვალისწინებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/ნ „-------“) „-------“-ს სოფელ „-------“-ში შესრულებული პროექტის ფარგლებში გაწეული ის ხარჯები, რომლის მიზნობრიობა არ იყო დადგენილი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, ფიზიკური პირისთვის მიღებაჩაბარების აქტის საფუძველზე გადახდილი 51 000 ლარიდან 42 000 ლარზე მითითებულია ზოგადი ჩანაწერი „არსებულ ობიექტზე პროექტის ფარგლებში დაწყებიდან დასრულებამდე სამუშაოების წარმოება-ორგანიზება“, ხოლო სხვა შემთხვევაში 24 500 ლარი მითითებულია „ობიექტზე პროექტის ფარგლებში 4 თვის ვადით საქმის წარმოების და დარაჯის მოვალეობის შესრულება“. ამავე პირისგან მიღებული სხვა ტიპის საქონელი და მომსახურება დეტალურად არის გამოყოფილი, ასევე გათვალისწინებული აქვს ზედნადები ხარჯები 6 959 ლარის ოდენობით. საბოლოოდ 127 555 ლარიდან, გადაანგარიშებით არ იქნა გათვალისწინებული 66 500 ლარი;

 არ იქნა გათვალისწინებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/ნ „-------“) „-------“-ში სოფელ „-------“-ში („-------“) შესრულებული პროექტის ფარგლებში გაწეული ის ხარჯები, რომლის მიზნობრიობა არ იყო დადგენილი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, ფიზიკური პირისთვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადახდილია 26 010 ლარი, მათ შორის 16 646 ლარის ფარგლებში იდენტიფიცირებულია გადახდილი თანხების ოდენობა, 2 264 ლარი მიკუთვნებულია ზედნადებ ხარჯებზე, ხოლო 7 000 ლარზე მითითებულია ზოგადი ჩანაწერი - „ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანი ეზოს მოწყობა“. გადაანგარიშების ეტაპზე 36 010 ლარიდან არ იქნა გათვალისწინებული 7 000 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულყოფილად აღსრულებას და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხების ხარჯებში გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ არაერთხელ იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების დეტალური ანალიზი, თუმცა წარმოდგენილი მონაცემები არ იყო დამოწმებულ ხარჯთაღრიცხვებთან თანხვედრაში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბოლოო მონაცემები, რომლის თანახმადაც გარკვეული განაცემები არ არის დამოწმებულ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული. მაგალითისთვის, მცირე მეწარმეებზე გადახდილია პროექტების ფარგლებში საქმის წარმოებისა და დარაჯის მოვალეობის შესრულების სამუშაოები, ჯამში - 20 500 ლარი. ასევე, ერთ-ერთ მეწარმეზე ანაზღაურებულია 42 000 ლარი.საბაჟო გამშვები პუნქტის გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოების სარეალიზაციო ღირებულება 281 400 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტით დამტკიცებული მომსახურების ღირებულება - 51 843 ლარს შეადგენს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მიღებული მომსახურებების ღირებულება კი 147 090 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შემოწმებამ გაითვალისწინა დამოწმებულ ხარჯთაღრიცხვებთან შესაბამისობაში მყოფი გაწეული დანახარჯების ღირებულება. შემოწმების მიერ გათვალისწინებული იყო ფიზიკურ პირებთან მიკუთვნებული „ზედნადები ხარჯები“. საბოლოოდ, შემცირებას დაექვემდებარა 52 082 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).